გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Sep 2013, 2:33 ]
500გრ ქათმის ფილე;
1ლიტრი ქათმის ბულიონი;
50გრ ბრინჯი(მოგრძო უკეთესია);
1 ბანკა სიმინდის კონსერვი (ტკბილი არა, 400გრ);
1ცალი წითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული ტკბილი წიწაკა;
4 პომიდორი;
3 ცალი მწვანე ხახვი;
მარილი, წიწაკა მწარე (წითელი ჩილი ახალი), ქინძი გემოვნებით;


ხახვი დავჭრათ წვრილად, ტკბილი წიწკა დავჭრათ მოგრძო ნაჭებად, პომიდორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
მწარე წიწაკაც დავჭრათ ცოტაოდენი.

გავახუროთ ტაფაზე ზეთი და ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე, სანამ ოქროსფერი არ გახდება ვბრაწოთ (ხშირად ვურიოთ).
ჩავასხათ ქვაბში ბულიონი, დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი, წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და დახუფული ვხარშოთ 15-20წთ.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვდაღოთ მსაზე ხახვი, დავუმატოთ მწვანე წიწაკა და ჩილი, პომიდორი, მარილი და ვშუშოთ სქელი მასის მიღებამდე.

დავუმატოთ სუპს სიმინდი, წითელი ბულგარული წიწაკა, მოდაღული ხახვის და პომიდვრის მასა, დავუმატოთ გემოვნებით მარილი და შაქარი, აგრეთვე კარგია ლიმნის წვენი. ვხარშოთ კიდევ 5 წთ-ს, მზა სუპი შევანელოთ მწვანილით (ქინძი ან ოხრახუში).



[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას