გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 25 Sep 2013, 23:27 ]
მასალა: 500გ. მასკარპონე 4ც. კვერცხი 100გ. შაქრის პუდრა 250გ. ფხვიერი ნამცხვარი “სავოიარდი” (ლედის თითები) 1ჭ. მაგარი ხსნადი ყავა 1ჭ. ღვინო “მარსალა” კაკაო


კვერცხის გულებისა და შაქრის ფხვნილის გოგლიმოგლს შეურიეთ აზელილი მასკარპონე, ბეზე და თქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნამცხვარი სავოიარდი ამოავლეთ ცივი ყავისა და ღვინის ნარევში. დაალაგეთ ერთ ფენად, მოასხით კრემის ნაწილი, ზემოდან კვლავ მოაწყვეთ ნამცხვარი და მოასხით კრემის დარჩენილი მასა. ბოლოს, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და შვიდი საათით შედგით მაცივარში.


მასკარპონე არის სპეციალური სორტის ყველი,რომელიც იყიდება გუდვილში.

ასევე შემოგთავაზებთ სავოიარდის დამზადების რეცეპტს.


მასალა:

4 კვერცხი 2/3 ჭიქა შაქარი 1 ჩაის კოვზი ვანილი ექსტრაქტი 1/8 ჩაის კოვზი მარილი 3/4 ჭიქა ფქვილი სავოიარდი გააცხელეთ ღუმელი 190(C) გრადუსზე. საცხობი ფირფიტა დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით. კვერცხის გულები განაცალკევეთ ცილისაგან, შეურიეთ შაქრის ნახევარი და ვანილი მთლიანად. თქვიფეთ კარგად ღია შეფერილობის მიღებამდე, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილები ჰაეროვანი მასის მიღებამდე. თქვეფის პროცესში ნელ-ნელა ჩაუმატეთ მარილი და შაქრის დარჩენილი ნახევარი. აღნიშნული ნარევი ფრთხილად შეურიეთ გოგლიმოგლს. მიღებულ მასაზე მოაფრქვიეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. საცხობ ფირფიტაზე ცომი დაალაგეთ თითისებური ფორმებით და აცხვეთ ნამცხვარი 190 გრადუსზე ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, დაალაგეთ თეფშზე და აცალეთ გაგრილება. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით, ან გამოიყენეთ უგემრიელესი ტირამისუს მოსამზადებლად.




[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას