გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 16:45 ]



სრული სახელი: Ballspielverein Borussia 09 e.V. Dortmund
დაარსდა: 19 დეკემბერი, 1909
სტადიონი: სიგნალ იდუნა პარკი(ვესტფალენშტადიონი)
(ტევადობა: 80 708 მაყურებელი)
პრეზიდენტი: რეინჰარდ რაუბალი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
კაპიტანი: სებასტიან კელი
ლიგა: ბუნდესლიგა


საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის ბორუსია (გერ. Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund) — ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბი. მეტწილად კლუბს მოიხსენიებენ, შემოკლებული სახელებით ან აბრევიატურით — დორტმუნდი, ბორუსია, BVB 09 ან BVB. ბორუსია გერმანიის მრავალგზის ჩემპიონია, ასევე არის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

ადრინდელი წლები
კლუბი დაარსებული იქნა 1909 წლის 19 დეკემბერს. უკმაყოფილო სტუდენტების მიერ ბარ Zum Wildschütz-ში. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ მათი მასწავლებელი პასტორ დევალდი არ აპირებდა ჯგუფის სპორტულ პროგრამაში ჩართვას და მათ შექმნეს საფეხბურთო კლუბი. სხვა ვერსიით: პასტორ დევალდმა არ აკრძალა ფეხბურთი და პირიქით ხელს უწყობდა, სპორტული ინვენტარის შესაძენათ მან ეკლესიის ფული გამოიყენა, მაგრამ მას არ მოეწონა, რომ სპორტსმენები თამაშის შემდეგ ლუდის ბარში დადიოდნენ და მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ფულით კლუბი აღარ დაეფინანსებინა. ფეხბურთელების ნაწილმა შეწყვიტა კლუბში თამაში, თუმცა 18 ახალგაზრდამ ფეხბურთის თამაში მაინც გააგრძელა და გუნდი არ დაშლილა. კლუბის ოფიციალური სახელწოდება, Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund, გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ბურთის თამაშის კლუბი ბორუსია 09 დორტმუნდიდან, სადაც 09 მისი დაარსების თარიღს — 1909 წელს აღნიშნავს, ხოლო სახელი ბორუსია მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან — პრუსია და ეს სახელი ერქვა ლუდის ბარს სადაც ფეხბურთელები დადიოდნენ. თავდაპირველად გუნდი თამაშობდა თეთრ-ლურჯ ფერიან მაისურში და შავ შორტებში. შავი და ყვითელი კლუბის ფერი 1913 წელს გახდა. ადრეულ წლებში დორტმუნდი თამაშობდა რეგიონალურ ჩემპიონატში. პირველი მსოფლიო ომის დროს კლუბი დროებით დაიშალა, რადგან ფეხბურთელები ჯარში გამოიძახეს. კლუბის აღდგენა 20-იან წლებში 0-დან დაიწყო.

თანამედროვე პერიოდი
2011 წლის 30 აპრილს დორტმუნდმა თასზე საშინაო მატჩი ნიურნბერგს სძლია 2:0. ამ წელს ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. იურგენ კლოპის ეპოქა წარმატებული გამოდგა. შემდგომ სეზონში 2011/12 იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით 2012 წლის 21 აპრილს საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხეს მიონხენგლადბახის ბორუსია და 2 ტურით ადრე ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მერვედ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. ჯამში გუნდმა 81 ქულა მოაგროვა და სეზონში მხოლოდ 3 მატჩი წააგო. თასის ფინალში დორტმუნდელებმა ბაიერნის ფეხბურთელებს სძლიეს, გამანადგურებელი ანგარიშით 5:2. 3 გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე «ბორუსია» სიკვდილის ჯგუფში გავიდა. მოულოდნელი იყო მისი ჯგუფიდან გასვლა, რადგან მისი მეტოქეები იყვნენ: მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი და ამსტერდამის აიაქსი. მათ მხოლოდ 4 ქულა დაკარგეს და პირველ ადგილიდან გავიდნენ ჯგუფიდან.

გულშემატკივრები

BVB-ს გულშემატკივრები განიხილებიან კრეატიულ და ძლიერ გულშემატკივრებად გერმანიაში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ვესტფალენშტადიონზე ყოველთვის ბოლომდე ივსება ტრიბუნები და ევროპაში დასწრების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. წელიწადში ამ სტადიონზე მატჩებს 1.35 მილიონი ადამიანი ესწრება. ასევე დორტმუნის კლუბი ყიდის ყოველწლიურ 45 000 სეზონურ აბონემენტს. «შავ-ყვითლებს» სულ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 650 ფან-კლუბი აქვთ. სადაც გაწევრიანებულია 25 000-მდე გულშემატკივარი.

სტადიონი
სიგნალ იდუნა პარკი (ვესტფალენშტადიონი) არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი გერმანიაში. სტადიონის ტევადობა არის 80 708 (67 000 დასაჯდომი). უეფას კლასიფიკაციით არის ხუთვარსკვლავიანი არენა. აშენებულია 1971–1974 წლებში, 1974 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ბოლო მოდერნიზაცია ჩაუტარდა 2005 წელს.

წყარო:wikipedia.org
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 28 Aug 2013, 17:15; sul 1 -jer
[ like 1 ]
2. Mon Ami [Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 16:52 ]
ტიტულები

გერმანიის ჩემპიონი: 8
1956, 1957, 1963, 1995, 1996, 2002, 2011, 2012

გერმანიის თასი: 3
1965, 1989, 2012

გერმანიის სუპერთასი: 4
1989, 1995, 1996, 2008

საერთაშორისო

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა:
გამარჯვებული (1): 1996–1997
ფინალისტი (1): 2012–13

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი:
გამარჯვებული (1): 1965–66

უეფა-ს თასი:
ფინალისტი (2): 1992–93, 2001–02

უეფა-ს სუპერთასი:
ფინალისტი (1): 1997

საკონტინენტთაშორისო თასი:
გამარჯვებული(1): 1997
[Pasuxi][Cit]|
3. AC MILAN (Off)
[ 28 Aug 2013, 17:02 ]
sakmaod simpatiuri gundia,sainteresoa wels ras izams?
[Pasuxi][Cit]|
4. Mon Ami [Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 17:13 ]
შემადგენლობა

1.მეკარე - რომან ვაიდენფელერი (I ვიცე-კაპიტანი)
4.მცველი - ნევენ სუბოტიჩი
5.ნახევარმცველი - სებასტიან კელი (კაპიტანი)
6.ნახევარმცველი - სვენ ბენდერი
7.ნახევარმცველი - იონას ჯოფმანი
8.ნახევარმცველი- ილკაი გუნდოგანი
9.თავდამსხმელი - რობერტ ლევანდოვსკი
10. თავამსხმელი - ჰენრიხ მხითარიანი
11.თავდამსხმელი- მარკო როისი
15.მცველი - მატს ჰუმელსი
16.ნახევარმცველი- იაკუბ ბლაშიკოვსკი
17.თავდამსხმელი - პიერ-ემერიკ აუბამეიანგი
18.ნახევარმცველი - ნური შაჰინი
19.ნახევარმცველი - კევინ გროსკროიცი
20.მეკარე - მიშელ ლანგერაკი
21.ნახევარმცველი - ოლივერ კირხი
23.თავდამსხმელი - იულიან შიბერი
24.მცველი - მარიან სარი
25.მცველი - სოკრატის პაპასტატოპულოსი
26.მცველი - ლუკაშ პიშჩეკი
27.მცველი - ფელიპე სანტანა
28.ნახევარმცველი- მუსტაფა ამინი
29.მცველი - მარსელ შმელცერი
30.ნახევარმცველი - კორაი გიუნტერი
33.მეკარე - ზლატან ალომეროვიჩი
34.თავდამსხმელი- მარვინ დუცკში
37.ნახევარმცველი - ერიკ დურმი
[Pasuxi][Cit]|
5. Mon Ami [Adm] (Off)
[ 28 Aug 2013, 17:24 ]
Marco Reus .magaria.
[Pasuxi][Cit]|
6. Dstori (Off)
[ 09 Sep 2013, 1:03 ]
Zalze swrafi gundia, kargia levandovski rom darcha... Aubameiangi ki ashkarad kargo shenazenia, vfiqrob bombardiri eg iqneba bundesligashi
[Pasuxi][Cit]|
7. IDIOTEQUE [Mod] (Off)
[ 09 Sep 2013, 1:15 ]
ციტატა: Mon Ami პესში მყავდა ყოველთვის როისი :D ჯერ კიდევ მაშინ სანამ გაბაზრდებოდა :დ
[Pasuxi][Cit]|
8. Mon Ami [Adm] (Off)
[ 09 Sep 2013, 1:21 ]
IDIOTEQUE, magrad mevaseba me :D BVB-dan eg da kloppi momwons me.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3,4,5,6,7,8,9

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას