vin gaxdeba chempioni?
bayerni: 27%
borusia: 72%
leverkuzeni: 0%
sxva: 0%
გამოკითხულია: 11
გზავნილი
65. AC MILAN (Off)
[ 28 Sep 2013, 20:06 ]
bundesligashi yvelaperi logikurad dasrulda dges
[Pasuxi][Cit]|
66. Dstori (Off)
[ 29 Sep 2013, 8:22 ]
გერმანიის ბუნდესლიგის მე–7 ტურის შაბათს გამართულ მატჩებში, 3 ქულა ვერცერთმა სტუმრად მოთამაშე კლუბმა მოიპოვა. შეიძლება ითქვას, დღემ მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგებით ჩაიარა.

იურგენ კლოპის გუნდი „სიგნალ იდუნა პარკზე“ „ფრაიბურგს“ დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. 35–ე წუთზე, მარკო როისმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და მასპინძლები დააწინაურა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში, გერმანელმა თერთმეტმეტრიანით იხეირა და დუბლი გაიფორმა.

ცხადი იყო, რომ კლოპის გუნდი 2–ბურთიან უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა. გასარკვევი ის იყო, კიდევ რამდენ გოლს გაიტანდნენ დორტმუნდელები. 58–ე წუთზე, მასპინძელთა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქის საჯარიმოში თამაშის დიდოსტატია – პოლონელი ბრწყინვალედ გაერკვა სიტუაციაში და ანგარიში 3:0 გახადა. რამდენიმე წუთში, ლევანდოვსკი თანაგუნდელის გადაცემას გამოეხმაურა და ბურთი დაუცველ კარში იოლად მოათავსა. საბოლოო შედეგი იაკუბ ბლაშჩიკოვსმიმ დააფიქსირა – 5:0.

„ვოლფსბურგის“ სახით, არცთუ იოლი მეტოქე ჰყავდა „ბაიერნს“, მაგრამ მიუნხენელებმა 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს. „რეკორდმაისტერს“ „მგლების“ დასამარცხებლად გოლიც ეყო – უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ტომას მიულერმა ფრანკ რიბერის პასი დაუფასა და როგორც შემდეგ გაირკვა, „სამქულიანიც“ გაიტანა.

შედეგიანი ფრეები დაფიქსირდა ერთბაშად ორ მატჩში – „ჰოფენჰაიმმა“ და „შალკემ“ ერთმანეთს 3–3 გოლი გაუტანეს, „აინტრახტმა“ და „ჰამბურგმა“ კი, 2–2 ბურთი იკმარეს.

სამი ჰიპიას „ლევერკუზენმა“ „ჰანოვერს“ პირველ ტაიმში 2 გოლი გაუტანა, რაც 3 ქულისთვის საკმარისი აღმოჩნდა. სიმონ როლფესის ზუსტი თავურის შემდეგ, სიდნეი სემმა იხეირა და ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა.

რაც შეეხება „ჰერტასა“ და „მაინცის“ მატჩს, ბერლინელებმა 3:1 იმარჯვეს. სამწუხაროდ, ქართველი ლევან კობიაშვილი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო იყო.



დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80000

დორტმუნდი – ფრაიბურგი 5:0 (2:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, დურმი, შაჰინი, ბენდერი (კირხი 46), მხითარიანი (ჰოფმანი 62), გროსკროიცი, როისი (ბლაშჩიკოვსკი 62), ობამეიანგი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე, სორგი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი, შუსტერი (ჰეფლერი 66), კოკლენი (ჰენი 46), შმიდი, ფრაისი (გუედე 74), მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 1:0 როისი (35), 2:0 როისი (45პ.), 3:0 ლევანდოვსკი (58), 4:0 ლევანდოვსკი (70), 5:0 ბლაშჩიკოვსკი (79)

გაფრთხილება: სორგი (89)

გაძევება: დიანე (45)

კარში დარტყმა: 27 (17) – 2 (1) ჯარიმა: 12 - 12 კუთხური: 10 - 0 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 1 – 12



ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 25198

ლევერკუზენი – ჰანოვერი 2:0 (2:0)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, რაინარცი, როლფესი, სემი (ოზტუნალი 88), ბენდერი (კანი 46), კისლინგი, ჰიუნ–მინი (კრუზი 83).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი, სანე, ჰუსტი, შტინდლი, ბიტენკორტი (შლაუდრაფი 60), ია კონანი, სობეხი (დიუფი 60, პრიბი 79)).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 1:0 როლფესი (23), 2:0 სემი (37)

კარში დარტყმა: 19 (9) – 8 (3) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 3 – 7



ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 41000

ჰერტა – მაინცი 3:1 (0:1)

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, რონი (შულცი 64), ვან დენ ბერგი, ბენ–ჰატირა (ვაგნერი 89), ჯიგერჯი (ალაგი 46), ჰოსოგაი, ლუსტენბერგერი, შლებრედი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

მაინცი: მიულერი, ნოვესკი (ფათხი 46), ჩჟუ–ჰუ, პოსპეხი, სვენსონი (ბელი 68), გეისი, მიულერი, ზიმლინგი, შუპო–მოტინგი, ოკაზაკი (სლიშკოვიჩი 80), შაჰინი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1 მიულერი (8), 1:1 ალაგი (48), 2:1 ალაგი (73), 3:1 ბენ–ჰატირა (74)

გაფრთხილება: პეკარიკი (86) – მიულერი (1), ნოვესკი (39), სლიშკოვიჩი (83), ზიმლინგი (83)

კარში დარტყმა: 9 (4) – 7 (2) ჯარიმა: 26 - 24 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1 – 1



მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ვოლფსბურგი 1:0 (0:0)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, რიბერი, შვაინშტაიგერი (კროოსი 62), მიულერი, რობენი (შაქირი 62), მანჯუკიჩი (კირჰგოფი 86).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, შეფერი (პერიშიჩი 68), როდრიგესი, კნოხე, გუსტავო, დიეგო, ჩჟა–ჩოლი (არნოლდი 82), პოლაკი, ტრეში, ოლიჩი (კალიჯური 84).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 1:0 მიულერი (63)

გაფრთხილება: შვაინშტაიგერი (26), მანჯუკიჩი (73) – დიეგო (28)

კარში დარტყმა: 11 (8) – 4 (3) ჯარიმა: 14 - 24 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 3 – 7



ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“. 30000

ჰოფენჰაიმი – შალკე 3:3 (1:3)

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი (ტესკერი 70), აბრაჰამი, ვესტერგორი, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (შტრობლი 46), ფირმინო, ელიუნუსი, მოდესტი (შიპლოკი 88), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, აოგო, მატიპი, ჯონსი (ნოიშტედტერი 87), ბოატენგი, ფარფანი, კლემენსი (გორეცკა 62), ჰიოგერი, მაიერი (სალაი 78).

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლი: 0:1 ბოატენგი (3), 0:2 მატიპი (13), 1:2 მოდესტი (16), 1:3 ჰიოგერი (41), 2:3 ფირმინო (48პ.), 3:3 აბრაჰამი (61)

გაფრთხილება: პოლანსკი (59), ელიუნუსი (70), ტესკერი (74) – მაიერი (57), ბოატენგი (79)

კარში დარტყმა: 12 (10) – 12 (7) ჯარიმა: 26 - 24 კუთხური: 2 - 7 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 4 – 7



ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 50700

აინტრახტი – ჰამბურგი 2:2 (1:1)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, ბარნეტა (ინუი 73), აიგნერი, ფლიუმი, როდე, კადლეცი (ლაკიჩი 87).

მწვრთნელი: არმინ ფე

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი, ტა, ვან დერ ვარტი, ბაისტერი (ზუა 75), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ (ირაჩეკი 90), ლასოგა.

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

გოლი: 1:0 ფლიუმი (31), 1:1 ლასოგა (45), 2:1 რუსი (54), 2:2 იანსენი (86)

გაფრთხილება: რუსი (90) – არსლანი (46)

კარში დარტყმა: 9 (6) – 11 (7) ჯარიმა: 23 - 17 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 5 – 4



1. დორტმუნდი 7 6 1 0 21:5 19

2. ბაიერნი 7 6 1 0 14:2 19

3. ლევერკუზენი 7 6 0 1 17:7 18

4. ჰანოვერი 7 4 0 3 10:10 12

5. ჰერტა 7 3 2 2 13:8 11

6. გლადბახი 7 3 1 3 17:13 10

7. აუგსბურგი 7 3 1 3 8:11 10

8. ჰოფენჰაიმი 7 2 3 2 18:18 9

9. ვოლფსბურგი 7 3 0 4 9:9 9

10. ვერდერი 6 3 0 3 5:8 9

11. მაინცი 7 3 0 4 10:15 9

12. აინტრახტი 7 2 2 3 10:12 8

13. შალკე 7 2 2 3 10:16 8

14. შტუტგარტი 6 2 1 3 11:9 7

15. ჰამბურგი 7 1 2 4 12:19 5

16. ნიურნბეგრი 6 0 4 2 6:9 4

17. ფრაიბურგი 7 0 3 4 8:17 3

18. ბრაუნშვაიგი 6 0 1 5 3:14 1
[Pasuxi][Cit]|
67. AC MILAN (Off)
[ 29 Sep 2013, 8:41 ]
shalke 13 adgili .lol.
[Pasuxi][Cit]|
68. Dstori (Off)
[ 30 Sep 2013, 8:15 ]
გერმანიის ბუნდესლიგის მე–7 ტური ერთობ შედეგიანი მატჩებით დასრულდა. კვირას გამართულ ორ მატჩში, ალემანური ფეხბურთის მოყვარულებმა 5 გოლი იხილეს.

განსაკუთრებით გამოსარჩევია „ვერდერისა“ და „ნიურნბერგის“ ჯახი. „ვეზერშტადიონზე“ სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთი გაჩაღდა, რისი წყალობითაც, გულშემატკივრებს ნამდვილად არ მოუწყენიათ.

მატჩის დებიუტში, „მუსიკოსები“ ბერკაი დაბანლის ავტოგოლით დაწინაურდნენ და მისია მნიშვნელოვნად შეიმსუბუქეს. ამას დაემატა ისიც, რომ 34–ე წუთზე, ბრემენელმა ელჯერო ელიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური გოლი გაიტანა და თავის გუნდს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. თითქოს, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად უნდა წასულიყო, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა პირველსავე ტაიმში შეამცირეს, მე–2 ნახევრის საწყის წუთებში კი, ანგარიში გაათანაბრეს კიდეც.

66–ე წუთზე, ელიამ კიდევ ერთხელ დაჰკრა შორი მანძილიდან და მისთვის მიზანს არც ამჯერად უმტყუნია. სტუმრები არ გატყდნენ და ადამ გლოუშეკის გოლის წყალობით, ქულაც გადაარჩინეს – 3:3.

დიდი ანგარიშით იმარჯვა „შტუტგარტმა“, რომელიც „ბრაუნშვაიგს“ ეწვია. პირველ ტაიმში გატანილ გოლს, სტუმრებმა მე–2 ნახევარში კიდევ 3 ბურთი დაუმატეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

სადღეისოდ, „ბრაუნშვაიგს“ კვლავ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზეა.



ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40000

ვერდერი – ნიურნბერგი 3:3 (2:1)

ვერდერი: მილიცი, ფრიცი (სელასი 79), ლუკიმია–მულონგოტი, კალდიროლა, გარსია, ეკიჩი, იუნუზოვიჩი, მაკიადი (კროოსი 69), ელია (კობილიანსკი 83), ჰანტი, პეტერსენი.

მწვრთნელი: რობინ დუტი

ნიურნბერგი: შეფერი, ჩენდლერი, პოგატეცი, დაბანლი, პლატენჰარდტი, გლოუშეკი, ჰასებე, შტარკი (ფრანცი 69), კიოტაკე, ეშვაინი (დრმიჩი 46), პეკჰარტი.

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

გოლი: 1:0 დაბანლი (8), 2:0 ელია (34), 2:1 კიოტაკე (44), 2:2 დრმიჩი (53), 3:2 ელია (66), 3:3 გლოუშეკი (70)

გაფრთხილება: იუნუზოვიჩი (42), ეკიჩი (78) – ჩენდლერი (31), შტარკი (45)

კარში დარტყმა: 15 (8) – 17 (12) ჯარიმა: 19 - 9 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 9 – 5



ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23000

ბრაუნშვაიგი – შტუტგარტი 0:4 (0:1)

ბრაუნშვაიგი: პეტკოვიჩი, დოგანი, რაიხელი, ბიჩაკჩიჩი, ელაბდელაუი, კრატცი (ადემი 79), ბოლანდი, კალიჯური, ბელარაბი, ჯექსონი (ერლი 46), კუმბელა (პფივტნერი 79).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

შტუტგარტი: კირშბაუმი, ბოკა (რაუში 46), შვაბი, საკაი, რიუდიგერი, იორგენსენი, ტრაორე, გენტნერი, მაქსიმი (კაკაუ 86), ვერნერი (ჰარნიკი 74), იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

გოლი: 0:1 იბიშევიჩი (40), 0:2 მაქსიმი (50), 0:3 ტრაორე (76), 0:4 ჰარნიკი (86)

გაფრთხილება: ბოკა (43)

კარში დარტყმა: 10 (9) – 15 (10) ჯარიმა: 11 - 20 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 6 – 9



1. დორტმუნდი 7 6 1 0 21:5 19

2. ბაიერნი 7 6 1 0 14:2 19

3. ლევერკუზენი 7 6 0 1 17:7 18

4. ჰანოვერი 7 4 0 3 10:10 12

5. ჰერტა 7 3 2 2 13:8 11

6. შტუტგარტი 7 3 1 3 15:9 10

7. გლადბახი 7 3 1 3 17:13 10

8. ვერდერი 7 3 1 3 8:11 10

9. აუგსბურგი 7 3 1 3 8:11 10

10. ჰოფენჰაიმი 7 2 3 2 18:18 9

11. ვოლფსბურგი 7 3 0 4 9:9 9

12. მაინცი 7 3 0 4 10:15 9

13. აინტრახტი 7 2 2 3 10:12 8

14. შალკე 7 2 2 3 10:16 8

15. ნიურნბერგი 7 0 5 2 9:12 5

16. ჰამბურგი 7 1 2 4 12:19 5

17. ფრაიბურგი 7 0 3 4 8:17 3

18. ბრაუნშვაიგი 7 0 1 6 3:18 1
[Pasuxi][Cit]|
69. Dstori (Off)
[ 05 Oct 2013, 10:32 ]
გთავაზობთ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.



4 ოქტომბერი

ჰანოვერი – ჰერტა

ჰანოვერი – ტრავმირებულნი: ფუჰრი, ჩერუნდოლო, ფელიპე, გიოკდემირი, პანდერი, სანე, შულცე, ფრანსა, ნიკჩი, დიუფი. კასუმოვიჩი.

ჰერტა – ტრავმირებულნი: სპრინტი, ბრუკსი, ფრანცი, ჰოლანდი, ბაუმიოჰანი, კლუგე, ნჯენგი.



5 ოქტომბერი

შალკე – აუგსბურგი

შალკე – ტრავმირებულნი: ფუხსი, პაპადოპულოსი, ანანი, კლინგენბურგი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი.

აუგსბურგი – ტრავმირებულნი: გელიოსი, ფრამბერგერი, უდე, ბობადილა, ეკინი, ნებიჰი.



გლადბახი – დორტმუნდი

გლადბახი – ტრავმირებულნი: დემსი, მერო.

დორტმუნდი – ტრავმირებულნი: პიშჩეკი, სარი, შმელცერი, გიუნდოგანი, კელი.



შტუტგარტი – ვერდერი

შტუტგარტი – ტრავმირებულნი: ულრიხი, ნიედერმეიერი, დიდავი, ლეიტნერი, როხასი.

ვერდერი – ტრავმირებულნი: შტრებინგერი, ლუკიმია, პავლოვიჩი, რიოკერი, ბარგფრედე, იგნიოვსკი, მაკიადი, ა.სტევანოვიჩი, პ.სტევანოვიჩი, ილდირიმი. დისკვალიფიცირებული: დი სანტო.



ვოლფსბურგი – ბრაუნშვაიგი

ვოლფსბურგი – ტრავმირებულნი: ტოელკე, ვიერინია, დოსტი, შეიდჰაუერი.

ბრაუნშვაიგი – ტრავმირებულნი: პეტკოვიჩი, კორეია, ჰოჩშეიდტი.



მაინცი – ჰოფენჰაიმი

მაინცი – ტრავმირებულნი: კარიუსი, ბუნგერტი, კოხი, სვენსონი, ბაუმგარტლინგერი, პარკერი.

ჰოფენჰაიმი – ტრავმირებულნი: პატეროკი, სტოლცი, ვიზე, ბრააფჰეიდი, დელპიერე, იაისლე, რომარიო, ლუდვიგი, სასი, ვუკჩევიჩი, ვეისი.



ლევერკუზენი – ბაიერნი

ლევერკუზენი – ტრავმირებულნი: ლომბი.

ბაიერნი – ტრავმირებულნი: რაედერი, ბადშტუბერი, ჰოიბიერგი, ხავი მარტინესი, ტიაგო.



6 ოქტომბერი

ნიურნბერგი – ჰამბურგი

ნიურნბერგი – ტრავმირებულნი: აპჰოფი, მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ილდიზი, გინჩეკი.

ჰამბურგი – ტრავმირებულნი: ნეუჰაუსი, სტრიცელი, დიეკმეიერი, რაიკოვიჩი, დემირბაი, ილიჩევიჩი, კაჩარი, რინკონი, შტეინმანი, ტესჩე.



ფრაიბურგი – აინტრახტი

ფრაიბურგი – ტრავმირებულნი: ჰედენშტადი, მუიძა, დარიდა, პილარი, ტერაცინო. დისკვალიფიცირებული: დიანე.

აინტრახტი – ტრავმირებულნი: კიტელი, მეიერი, როსენტალი, შვეგლერი, შტენდერა.
[Pasuxi][Cit]|
70. Dstori (Off)
[ 05 Oct 2013, 10:52 ]
გერმანიის ბუნდესლიგის მე–8 ტურის გახსნით მატჩში, ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ „ჰანოვერს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა. სამწუხაროდ, 36 წლის ქართველი ამ მატჩშიც სათადარიგო იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

23–ე წუთზე, ბერლინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კრისტიან შულცმა ისარგებლა და მეკარეს აუღებელი დაურტყა – 1:0. საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ „ჰერტა“ მატჩს უქულოდ დაასრულებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ებერსონ ფურტადო რონიმ ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 1:1.



ჰანოვერი. „HDI არენა”. 47000

ჰანოვერი – ჰერტა 1:1 (1:0)

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი (კადახი 90), ჰუსტი, შტინდლი, შლაუდრაფი (ბიტენკორტი 57), ია კონანი (პრიბი 46), სობეხი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი (იანკერი 83), ვან დენ ბერგი, ჰოსოგაი, ბენ–ჰატირა, შელბრედი, ლუსტენბერგერი, შულცი, ალაგი, რამოსი (რონი 80).

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 1:0 შულცი (23), 1:1 რონი (81)

გაფრთხილება: შლაუდრაფი (6), შტინდლი (53), მარსელო (82) – ალაგი (36), შულცი (51), ლანგკამპი (61)

კარში დარტყმა: 14 (7) – 10 (6) ჯარიმა: 20 - 23 კუთხური: 8 - 9 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 5 – 6



1. დორტმუნდი 7 6 1 0 21:5 19

2. ბაიერნი 7 6 1 0 14:2 19

3. ლევერკუზენი 7 6 0 1 17:7 18

4. ჰანოვერი 8 4 1 3 11:11 13

5. ჰერტა 8 3 3 2 14:9 12

6. შტუტგარტი 7 3 1 3 15:9 10

7. გლადბახი 7 3 1 3 17:13 10

8. ვერდერი 7 3 1 3 8:11 10

9. აუგსბურგი 7 3 1 3 8:11 10

10. ჰოფენჰაიმი 7 2 3 2 18:18 9

11. ვოლფსბურგი 7 3 0 4 9:9 9

12. მაინცი 7 3 0 4 10:15 9

13. აინტრახტი 7 2 2 3 10:12 8

14. შალკე 7 2 2 3 10:16 8

15. ნიურნბერგი 7 0 5 2 9:12 5

16. ჰამბურგი 7 1 2 4 12:19 5

17. ფრაიბურგი 7 0 3 4 8:17 3

18. ბრაუნშვაიგი 7 0 1 6 3:18 1





5 სექტემბერი: შალკე – აუგსბურგი, გლადბახი – დორტმუნდი, შტუტგარტი – ვერდერი, ვოფლსბურგი – აინტრახტი, მაინცი – ჰოფენჰაიმი, ლევერკუზენი – ბაიერნი.

6 სექტემბერი: ნიურნბერგი – ჰამბურგი, ფრაიბურგი – აინტრახტი.

ბომბარდირები: იბიშევიჩი („შტუტგარტი“), ლევანდოვსკი („დორტმუნდი“), მოდესტე („ჰოფენჰაიმი“), ნ.მიულერი („მაინცი“) – 6.
[Pasuxi][Cit]|
71. Dstori (Off)
[ 05 Oct 2013, 19:48 ]
დღეს რავი რაDაც არეული დღე იყო. მაინციზ ასეთ სტარტს არ ველოდი. დორტმუნდი სხვა საქმეა
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2,3,4,5,6,7,8,9

Gverdi:


პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას