გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 25 Sep 2013, 23:52 ]
მასალა:

350 გრ შებოლილი ძეხვი
200 გრ ყველი
4 თავი ხახვი ( წითელი)
4 ცალი კიტრის მწნილი
1 კონა მწვანე ხახვი
4 ს/კ მაიონეზი
4 ს/კ არაჟანი
1 ს/კ ძმარი
1 ჩ/კ მდოგვი
პატარა კონა ოხრახუში
მარილი, პილპილი გემოვნებით



ძეხვი დავჭრათ პატარა მოგრძო ნაჭრებად. ყველი დავჭრათ კუბიკებად, ხახვი თხელ რგოლებად, კიტრი თხელ ღერებად.
მწვანე ხახვი და ოხრახუში დავკეპოთ. ყველაფერი გადავიტანოთ ღრმა სასალათეში და ერთმანეთში ავურიოთ.

მაიონეზი, არაჟანი, ძმარი, მდოგვი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი.
მიღებული სოუსი დავასხათ სასალათეში მოთავსებულ პროდუქტებს და მაგიდასთან მიტანამდე გავაჩეროთ 15 წუთით.



[Pasuxi][Cit]|
2. professor (Off)
[ 26 Sep 2013, 0:05 ]
ძან მაგარი იქნება. :) გავაკეთებინებ ვინმეს, მე მეზარება :D
[Pasuxi][Cit]|
3. LILITH [Mod] (Off)
[ 26 Sep 2013, 0:06 ]
ციტატა: professor ხო,მზარეული ნახე ვინმე და :D თან ისეთი,არ მოიწამლო
[Pasuxi][Cit]|
4. professor (Off)
[ 26 Sep 2013, 0:09 ]
ციტატა: LILITH ხო ეხლა ვფიქრობ ზურას ხო არ გავაკეთებინო .mda. მაგრამ ეგ რაღაცას ჩამიყრის :D
კაი უკვე ოფტოპია. .chu.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას