ალიგო LILITH 26 სექტ 2013, 3:25 ეს არის კარტოფილის პიურე ყველით, არაჟნითა და ნივრით. საჭირო მასალა: 1 კგ კარტოფილი, 600 გ ყველი კანტალი ან იმერული ჭყინტი ყველი, 100 გ კარაქი, 100 გ არაჟანი, 2 კბილი ნიორი, მარილი, პილპილი – გემოვნებით. მომზადება: კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და კანიანად ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში. ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კანი გავაცალოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ. კარტოფილის პიურეს დავუმატოთ თხლად დაჭრილი ყველი, თან ხის კოვზით კარგად ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. სქელძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაზე მოვათავსოთ არაჟანი და კარაქი, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ კარტოფილის პიურე და განვაგრძოთ ხის კოვზით ზელა. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და მარილი. მივირთვათ ცხლად. http://www.vinoge.com/files/pics/aligo.jpg --------------- LesTaT 26 სექტ 2013, 3:52 ძალიან მიყვარს )) ---------------