ფარშირებული ბულგარული წიწაკა LILITH 26 სექტ 2013, 2:44 მასალა: ბრინჯი - 100გრ; ყვითელი ბულგარული წიწაკა - 3 ცალი; წითელი ბულგარული წიწაკა - 3 ცალი; მწვანე ბულგარული წიწაკა - 3 ცალი; კარაქი - 25გრ; ძროხის ხორცის ფარში - 600გრ; პილპილი - ¼ ჩ/კ; პომიდორი - 500გრ; ნივრის კბილი - 3 ცალი; კამა - 10გრ; ბაზილიკი - 10გრ; ძროხის ბულიონი - 2200 მლ; ხახვი - 1 დიდი თავი; ქათმის ხორცის ფარში - 400გრ; მარილი, ოხრახუში, ქინძი გემოვნებით; ზეთი - 50მლ; მომზადება: ბრინჯი გავრეცხოთ სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება.ამ გარეცხილ ბრინჯს ღრმა ქვაბში მოვათავსებთ და დავასხავთ ძროხის ხორცის ბულიონს და მოვხარშავთ ისე რომ ცოტა დააკლდეს და ოდნავ იყოს მაგარი. წიწაკა გავრეცხოთ, ფრთხილად მოვაცილოთ ყუნწები და თესლი და გავასუფთაოთ.ხახვი გავხეხოთ ან დავჭრათ ძალიან წვრილად, კარაქში.შევურიოთ ფარშში, ხახვი, ბრინჯი, მარილი სანელები და კარგათ ავურიოთ ერთმანეთში.ამ მასით გავავსოთ წიწაკები და მოვათავსოთ დიდ ქვაბში. დავასხათ ბულიონი და თბილი წყალი 1:1. შემოვდგათ ცეცხლზე, ამასობაში მოვამზადოთ სოუსი. პომიდვრებს შემოვაცალოთ თხელი კანი და გავხეხოთ.გავაცხელოთ ტაფა დავასხათ ზეთი და გასრესილი ნიორი. ცოტათი შევბრაწოთ.დავუმატოთ გახეხილი პომიდორი და ცხელი ბულიონი, აგრეთვე მარილი.წვრილად დავჭრათ მწვანილი და დავუმატოთ სოუსს.ლო ეს უკანასკნელი დავამატოთ წიწკას, რომელიც უკვე იხარშება და ვხარშოთ კიდევ 40 წუთს და შემდეგ გადმოვდგათ. კერძი მზადაა. http://s019.radikal.ru/i635/1205/90/d27e65ca51c3.jpg --------------- professor 26 სექტ 2013, 2:45 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22225&cit]ციტატა: LILITH ეს ტოლმას გავს ხო? კაი იქნება. :( --------------- LILITH 26 სექტ 2013, 2:46 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22227&cit]ციტატა: professor ფაქტიურად ტოლმაა,მაგრამ ბულგარული წიწაკის :D --------------- VampirE 26 სექტ 2013, 2:48 ჩვენთან სახლში მხოლოდ ბულგარულით კეთდება, კომბოსტოთი არ გვიყვარს, თუმცა რამდენიმე თვის წინ იყო ერთი შემთხვევა და ფოტოც რა თქმა უნდა მაქვს დედიკოს გაკეთებული კომბოსტოს ტოლმა --------------- LILITH 26 სექტ 2013, 2:53 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22231&cit]ციტატა: VampirE მე ორივე ერთნაირად მიყვარს, ისე ბადრიჯნითაც გამიკეთებია და პომიდვრითაც. )) --------------- VampirE 26 სექტ 2013, 2:55 LILITH, ბადრიჯნით და პომიდვრით ერთად გვქონდა გუშინ წინ :დდდ --------------- LILITH 26 სექტ 2013, 3:00 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22238&cit]ციტატა: VampirE ხო,გემრიელია ძალიან,ნუ მე მიყვარს)) ---------------