ქაბაბი LILITH 25 სექტ 2013, 18:56 მასალა: 1 კგ ხორცი (ძროხის და ღორის,შერეული) 3-4 თავი ხახვი 3 სუფრის კოვზი ერბო 0.5 ჭიქა კოწახური 2 ცალი კვერცხი 3 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა პილპილი და მარილი(გემოვნებით) მომზადება: რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ ორცხობილაში ან შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. სურვილისამებრ გავახვიოთ თხელ ლავაშში სათითაოდ დაჭრილ ხახვთან,მწვანილთან და კეტჩუპთან ერთად. http://daqali.com/uploads/posts/2012-05/1337348182_qababi_9.jpg --------------- DaDa 25 სექტ 2013, 20:10 მიყვარს მე ქაბაააბი .adminuka. --------------- Dstori 25 სექტ 2013, 20:41 Uazro sachmelia, xaxvebi kargia --------------- VampirE 16 ოქტ 2013, 22:08 არ ვგიჟდები...მშრალია ძალიან.. ---------------