F.C. Arsenal M.Jaiani 25 აგვ 2013, 10:47 http://www.picz.ge/img/s2/1304/17/5/5c46aed195dd.jpg http://www.picz.ge/img/s2/1302/5/f/ff7ca3363eed.jpghttp://www.picz.ge/img/s2/1302/5/e/e86df4e61f7c.jpghttp://www.picz.ge/img/s1/1302/5/0/038846442605.jpghttp://www.picz.ge/img/s4/1302/5/e/e63454c893a3.jpghttp://www.picz.ge/img/s1/1302/5/c/c294f52286d8.jpghttp://www.picz.ge/img/s3/1302/5/7/70faf99afd19.jpg წყარო: forum.ge --------------- M.Jaiani 25 აგვ 2013, 10:59 პრემიერლიგის მე-2 ტურში ფულემთან გამარჯვების შემდეგ 3-1 არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა წარუმატებელი სტარტის შემდეგ ითამაშა, როგორც ნამდვილმა გუნდმა. "მოხარული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვითამაშეთ, როგორც ნამდვილმა გუნდმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პასუხი გაგვეცა ყველა კრიტიკოსისთვის დღევანდელი გამარჯვებით. ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ ორი გამარჯვება ერთი თურქეთში ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩში ფენერბახჩეს წინაარმდეგ და მეორე დღეს ფულემთან." "მოხარული ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს დიდი ფეხბურთელები. ჩვენი გუნდში არიან ბრიტანელი ფეხბურთელები, რომლებიც დარწმუნებული ვარ მიიღებენ თავიანთ შანსს." "ხალხის აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ ჩვენ ვინმეს ვიყიდით სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები." - განაცხადა ვენგერმა. --------------- M.Jaiani 25 აგვ 2013, 10:59 დიდი ამბავი, ფულემს მოუგე. :დ --------------- DiGiTaL 29 აგვ 2013, 23:31 http://www.picz.ge/img/s2/1201/12/6/64b2fcc82f9a.jpg არსენალი დაარსდა 1886 წელს ლონდონის უბან ჰოლოვეიში მუშათა მიერ. თავდაპირველად გუნდს ეწოდა Dial Square, მოგვიანებით როიალ არსენალი. 1891-ში გუნდმა გადადგა პირველი ნაბიჯი პროფესიონალობისკენ და დაირქვა ახალი სახელი - ვულვიჩ არსენალი. იმავე წელს ვულვიჩ არსენალი დაბრუნდა მეინორ გრაუნდზე. ეს იყო მათი პირველი სტადიონი, შემდეგ ეს სტადიონი იყო ცნობილი Spion Kop-ის სახელით. პირველი სერიოზული ლიგის თამაში გაიმართა ამა წლის 2 სექტემბერს. ეს თამაში გაიმართა მეინორ გრაუნდზე და დამთავრდა 2-2. ფრედ ბეარდსლის დახმარებით კლუბმა შეიძინა წითელი მაისურები.მცირე ბიუჯეტის გამო კლუბი ცდილობდა რომ შეეძინა იაფი ფორმები.ეს ორიგინალური ფორმა იყო მუქი წითელი გრძელი მკლავებითა.ეს ფორმა გუნდს თითქმის ეცვა 1913 წლამდე.არსენალის მოდას შემდეგ უკვე ბევრი გუნდი გაყვა. 1950 წლის შემდეგ უკვე არსენალს მეორე ფორმა ქონდა. 1982 წელს JVC პირველი სპონსორი გახდა.რომელიც შეცვალა SEGA-მ. სამი წლის შემდეგ გუნდის სპონსორი გახდა O2. 2006-07 წლის სეზონის შემდეგ გუნდის სპონსორი Fly Emirates გახდა რვა წლის მანძილზე. ჰერბერტ ჩაპმანი მწვრთნელად 1925 წლის ზაფხულში დაინიშნა.ეს ნორისის თაოსნობით მოხდა. ის არსენალს ჰადერსფილდ თაუნიდან შეუერთდა, მან სეზონი წარმატებულად დაიწყო. მისი თაოსნობით მეთოფეები პირველ დივიზიონში მე-2 ადგილზე გავიდნენ, ხოლო 1927 წელს გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ დამარცხდა კარდიფთან 1-0. მან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გადმოიყვანა არსენალში როგორებიც იყვნენ დევიდ ჯეკი, ალექს ჯეიმსი და ყველაზე წარმატებული ტრანსფერი კლიფ ბასტინის გადმოყვანა, რომელმაც გუნდში 178 გოლი გაიტანა და ეს რეკორდი მხოლოდ 1998 წელს დაემხო იან ვრაითის მიერ. ამ ტრანსფერების წყალობით არსენალი ერთ-ერთი საშიში გუნდი გახდა.ჩაპმანის პირველი ჯილდო 1930 წელს მოვიდა მან თავისი ყოფილი გუნდი ჰადერსფილდი დაამარცხა 2-0 და მოიპოვა ასოციაციის თასი 30-იანი წლები არსენალის იყო.ჩაპმანის სიკვდილის შემდეგ თავკაცი ჯორჯ ალისონი გახდა, რომელმაც წარმატებით გააგრძელა თავისი საქმე. 1933-34 წლების სეზონში ალისონმა არსენალს 3 ტიტული მოაგებინა. ხოლო 1934-35 წლების სეზონში არსენალმა ყველას გადაუარა.ლესტერი და მიდლსბრო დაამარცხა 8-0 ლივერპული 8-1 ვულვერჰემპტონი 7-0 ტოტენჰემი 6-0 განადგურდა. დრეიკმა იმ სეზონში 42 გოლი გაიტანა და ამ რეკორდის დამხობა ვერავინ შეძლო. ჰაიბერის აღმოსავლეთ ფასადი ყველაზე ისტორიული მნიშვნელობის იყო და დღესაც არაა დანგრეული იმის მიუხედავად რომ გუნდი ემირეითზეა ხელმძღვანელობის თხოვნით ეს ისტორიული სტენდი არ დაანგრია სამშენებლო კომპანიამ. მეორე მსოფლიო ომი ცუდათ დაეტყო არსენალს და მთელ ინგლისურ ფეხბურთს. ინგლისის ჩემპიონატის მაგივრად რაიონული ტურნირები დაიწყო. არსენალი იქაც წარმატებებს აღწევდა.ტოტენჰემი დროებით ჰაიბერის იყენებდა თავისი საშინაო მატჩების ჩასატარებლად, რადგან მათი სტადიონის ახლომდებარე ქუჩები დაიბომბა და ცოტა სტადიონიც დაზარალდა. შემდეგ კი უკვე არსენალი და ტოტენჰემი ტოტენჰემის არენას იყენებდნენ საშინაო მატჩებისთვის რადგან ჰაიბერი თვითმფრინავების დასაფრენ ბილიკად ითხოვეს. ამიტომ ჰაიბერიც ვერ გადაურჩა დაბომბვას და ორი ჯარისკაცი შეეწირა ამას. ომის დასრულების შემდეგ არსენალი იგივე შემადგენლებითა და ხელმძღვანელობით იყო. მეტიც 1950 წელს ლივერპული დაამარცხა ასოციაციის თასის ფინალში. ჰერბერტ ჩაპმანის მიერ შექმნილი მონახაზით არსენალმა ალისონის მეთაურობით მეორე მსოფლიო ომსაც გაუძლო. 1945 წელს კონფლიქტის დასრულების შემდეგ განახლდა პროფესიონალური თამაშები ფეხბურთში. ალისონი წავიდა და მის ადგილზე უაიტაკერი მოვიდა.უაიტაკერმა შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა. გუნდს ლიდერი რონი რუკი გახდა მან 33 გოლი გაიტანა და არც ერთი თამაში არ გამოუტოვებია. ბერტი მი მწვრთნელად 1966 წელს დაინიშნა და კარგად დაიწყო მოღვაწეობა. მან გუნდში დიდი დისციპლინა დაამყარა.არსენალს მის მოსვლამდე ტიტულების ბრძოლის ჟინი დაკარგული ქონდა. მაგრამ ბერტის მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. მან გუნდი ორჯერ გაიყვანა ინგლისის ლიგის თასის ფინალში. მართალია ორივე თამაში წააგო მაგრამ არსენალი ისევ მებრძოლი გუნდი გახდა. 1970 წელს მან როგორც იქნა ტიტული მოიპოვა არსენალმა ანდრელეხტი დაამარცხა ევროპის თასის ფინალში ორი მატჩის ანგარიშით 4-3. 1971 წელს კი ინგლისის ჩემპიონი გახდა ჩემპიონობა კი მოსისხლე მტერ ტოტენჰემთან გაინაღდეს ანგარიშით 1-0 და ამავე წელს ლივერპული დაამარცხა ასოციაციის თასის ფინალში 2-1. მი 2001 წელს გარდაიცვალა 82 წლის მისი ადგილი ყოველთვის იქნება არსენალის ისტორიაში. ჯორჯ გრემი მწვრთნელად ინიშნება. ვენგერმა არსენალს ოქროს ერა შეუქმნა მაგრამ გრემიც არ ჩამოუვარდებოდა. გრემიც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მუშაობდა მან ისეთი ტალანტები გაზარდა როგორებიც იყვნენ დევიდ როკასტელი, ტონი ადამსი, მაიკლ ტომასი, ნაიჯოლ ვინტერბურნი, სტივ ბოულდი. მან მეორევე წელს მოიპოვა ტიტული.გრემმა ასევე მეკარე დევიდ სიმენი გადმოიბირა რომელიც საბოლოოდ საუკეთესო მეკარე გახდა.მან ასევე იან რაითიც გადმოიბირა გრემმა გუნდთან ერთად უეფას თასიც მოიგო როცა პარმა დაამარცხა1-0.ფანებისთვის ის არსენალის ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია. http://www.picz.ge/img/s1/1201/12/1/10e68ac36dca.jpg დაუვიწყარი ღამე ენფილდზე "ტომასი გაარღვია ნახევარდაცვა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.... ტომასი სწორად იქცევა ბოლოში გოლი" ეს სიტყვები თითქმის 20 წლის წინ ითქვა არსენალის ფანებს ისეთი დრამატული თამაში არ ახსოვთ როგორიც ენფილდზე იმ დაუვიწყარ საღამოს გაიმართა. იმ წელს არსენალს სასტიკი ბრძოლა ქონდა ლივერპულთან ჩემპიონობისთვის. გრემის ახალგაზრდა ბიჭები კი ლომებივით იბრძოდნენ და არაფერს თმობდნენ.ბოლო ტური იყო ლივერპულს ფრეც აწყობდა არსენალს კი ლივერპულზე გამარჯვება ორი გოლით სჭირდებოდა. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი რომ ლივერპული-არსენალი იყო სეზონის ბოლო თამაში. ლივერპულის ფანები დასცინოდნენ არსენალის ფანებს თქვენ წესიერი ფეხბურთელიც არ გყაავთო. მეორე ტაიმის შემდეგ ანგარიში 1-0 იყო ალან სმიტის გოლის წყალობით.არსენალს შანსები ეკარგებოდა მატჩი მთავრდებოდა. მაგრამ ტომასმა ბოლოს თავისი სიტყვა თქვა 2-0 და არსენალი ჩემპიონი გახდა. 18 წლიანი ლოდინის შემდეგ არსენალი ინგლისურ მწვერვალებს დაუბრუნდა. 1996-ში როდესაც ვენგერი ჰაიბერიზე მოვიდა არსენალის ფანებმა საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო ან რას წარმოადგენდა. ახლა კი არავისში გაცვლიან.ფეხბურთელები მიხვდნენ რომ სხვანაირ მწვრთნელთან ქონდათ საქმე. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ემირეითის დაგეგმარებისას.მან ორი დუბლი შეასრულა 1998-ში და 2002-ში. მისი თაოსნობით არსენალმა ზედიზედ 49 თამაში წაუგებლად ჩაატარა.მაგრამ ვენგერის მიღწევები ამით არ შემოიფარგლება. მან ვიეირა, პეტი, ანელკა, ლიუნგბერგი, ანრი და ფაბრეგასი აღმოაჩინა.დღეს უკვე ვენგერს ლეგენდალურ ჰერბერტ ჩაპმანს ადარებენ. როდესაც იან რაიტი ჰაიბერიზე მოვიდა მაშინვე დაიწყო გოლების გატანა. როდესაც1997-98 წლების სეზონი დაიწყო იანის ანგარიშზე 174 გოლი იყო ოთხი გოლი აკლდა რეკორდამდე მან 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა 1 გოლი აკლდა იანს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მან სამი თამაში უგოლოდ ჩაატარა. ნაკრებებიდან დაბრუნების შემდეგ როცა ბოლტონი არსენალს ესტუმრა ჩრდილოეთ ლონდონში იანმა საბოლოოდ მოხსნა ბასტინის რეკორდი.არავის ეგონა რომ ეს რეკორდი დაახლოებით 8 წელიწადში მოიხსნებოდა მაგრამ 2006 წელს ანრიმ პრაღას დუბლი შეუსრულა და რეკორდიც დაამყარა. ზედიზედ 49 წაუგებელი თამაში 49 თამაში 36 მოგება 13 ფრე არც ერთი წაგება.ეს რეკორდი ინგლისურ ფეხბურთში ჯერჯერობით დაუმარცხებელია. ამ რეკორდს საფრთხე რეალურად მაშინ შეექმნა როდესაც 90 წუთზე ნისტერლოიმ პენალტი დაარტყა, მაგრამ ვერ გამოიყენა.მეთოფეებმა ტიტული ტოტენჰემთან გაინაღდეს თანაც სტუმრად. მატჩი 2-2 დამთავრდა და არსენალს ვეღარავინ დაეწეოდა.ეს წაუგებელი სერია გაგრძელდა 2004 წლის ოქტომბრამდე და საბოლოოდ 49-ს მიაღწია და შეჩერდა მანჩესტერის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერმა 2-0 მოიგო მაგრამ ეს შესანიშნავი რეკორდი იყო რადგან მხოლოდ პრესტონს ქონდა ესეთი რეკორდი თანაც უფრო ცოტა 42 თამაშიანი და ეს მეცხრამეტე საუკუნეში მოხდა. 13 წუთი და ჩემპიონთა ლიგა ჩვენი იქნებოდა. 13 წუთი გვაშორებდა ისტორიულ გამარჯვებას. არსენალი პარიზში როდესაც ჩავიდა ლემანს ზედიზედ 10 თამაში გოლი არ გაუშვია. აიაქსი თუნი და სპარტა პრაღა შეგხვდნენ ჯგუფში რაც დიდი დაბრკოლება არ იყო, მაგრამ მერვედ ფინალში რეალი და მეოთხედ ფინალში ივენტუსი გამოაგდო. ვენგერის ახალგაზრდა გუნდმა განსაკუთრებით ახალგაზრდა თინეიჯერი ფაბრეგასი თამაშობდა კარგად. მან ჯერ ანრის საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო შემდეგ როლები გაცვალეს და ანრიმ სესკს გაატანინა. ვილიარეალთან მატჩის გმირი ლემანი გამოდგა, რომელმაც ბოლო წუთზე პენალტი აიღო ის გოლი რომ გასულიყო ძალიან გაგვიჭირდებოდა.ფინალიც დაიწყო და მეჩვდიმეტე წუთზე ლემანი გააგდეს მის ნაცვლად ალმუნია შემოვიდა. 37 წუთზე კი ებუესთან უხეშობისთვის ჯარიმა დაინიშნა და ანრის ჩაწოდებით კემბელმა გოლი გაიტანა 10 კაციანი არსენალი 73-ე წუთამდე მედგრად იდგა მაგრამ ახალგაზრდა გუნდი მაინც გატყდა და ორი გოლი გაუშვა. და ევროპული ოცნებაც დასრულდა 2006 წლის 6 მაისი 93 წლიანი ასპარეზობის შემდეგ კლუბი ჰაიბერის ტოვებს.ბოლო მატჩი არსენალი-ვიგანი იყო პრემიერ ლიგა არსენალს მოგება სჭირდებოდა რადგან თუ ტოტენჰემი მოიგებდა და არსენალი წააგებდა მეოთხე ადგილზე ტოტენჰემი გადიოდა მაგრა საბედნიეროდ ვესტ ჰემმა მოუგო.კაპიტანი ანრის ჰეთ-რიქით და პირესის გოლით არსენალმა 4-2 მოიგო ჰაიბერი ძალიან ლამაზი იყო ყველა ფანს წითელი და თეთრი მაისური ეცვა.ანრიმ გოლის შემდეგ მიწას აკოცა ჟურნალისტებმა კი მიზეზი რომ კითხეს განაცხადა. "მე ამ კოცნით სტადიონ გამოვემშვიდობე".ეს სიტყვა არსენალის ფანების მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაჯდა. --------------- DiGiTaL 29 აგვ 2013, 23:32 ფლამინი დაუბრუნდა არსენალს და თქვა რო ლიგის ფინალი მოსაგები დამრჩა ამ გუნდშიო :) --------------- AC MILAN 29 აგვ 2013, 23:53 arsenali urtules jgupshi moxvda!dzalian gauchirdeba --------------- DiGiTaL 29 აგვ 2013, 23:56 AC MILAN, რაც მთავარია გავალთ ჯგუფიდან :) --------------- AC MILAN 30 აგვ 2013, 0:11 DiGiTaL, eg jer kidev sakitxavia!penerbaxchesnairebi ar arian jgupshi,bevrad upro dzlierebi arian. Chemi azrit am jgupidan ver gava marseli da arsenali --------------- DiGiTaL 30 აგვ 2013, 0:12 AC MILAN, შენ შენს მილანს მიხედე :D ჩვენ ჯგუფიდანაც გავალთ და ნახევარფინალშიც მივაღწევთ :) --------------- AC MILAN 30 აგვ 2013, 0:20 DiGiTaL, kargi nu nerviulob,ase vengeri ar nerviulobda dges! .bususi. --------------- M.Jaiani 02 სექტ 2013, 1:18 ოზილი დავითრიეეეეეეეეეეეთ. :D --------------- MESUT OZIL 03 სექტ 2013, 1:59 M.Jaiani, chemi ozili .bee. --------------- DiGiTaL 03 სექტ 2013, 8:58 .raketa. როგორც იქნა გვეღირსა კარგი ფეხბურთელი :) გილოცავთ ყველა არსენალის ფანს :) --------------- Mindia 03 სექტ 2013, 9:05 გილოცავთ, გენიალური შენაძენია. :) საუკეთესო ბოლო წლებში. რეალის გამიკვირდა ოღონდ, ერთერთი ლიდერი და განუყოფელი ნაწილი ჩანდა ოზილი რეალის. --------------- G 03 სექტ 2013, 10:28 Araa ozili arsenalis stili --------------- Mindia 03 სექტ 2013, 12:47 G, რატომ? პასზე თამაში არ იცის? :) --------------- G 03 სექტ 2013, 12:54 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=6709&cit]ციტატა: Mindia ho raa.treva uyvars --------------- Mindia 03 სექტ 2013, 15:51 G, მერე, ბურთის მთრევი ფეხბურთელები არ ჰყავდა არსენალს რომ? :) მე ვფიქრობ მოუხდება, მაგრამ იაფად არ უყიდია ისე. 44.000.000 £ და ეს როცა რეალს 15.840.000 £-ად ჰყავდა შეძენილი. იშვიათი შემთხვევა როცა რეალმა ამხელა სარგებელი ნახა გადაყიდვით. --------------- M.Jaiani 03 სექტ 2013, 17:13 ბოლო წლებში კი არა, მე მგონი თავის ისტორიაში საუეკთესო შენაძენი გააკეთა ბაბუმ. :დ --------------- IDIOTEQUE 03 სექტ 2013, 17:32 ალილუია :) ძლივს არ იყიდეთ ფასიანი ფეხბურთელი :დ --------------- DiGiTaL 03 სექტ 2013, 18:16 ბაბუმ ჩემპიონთა ლიგის მოგება გადაწყვიტა :) --------------- AC MILAN 07 სექტ 2013, 7:33 sakmaod kargi starti aqvs arsenals premier ligashi.jirvinio ar unda gaeyida! --------------- Dstori 09 სექტ 2013, 1:22 Ozili kargi danamati iyo, bravo arsenals gadasarevi transferebi gaaketa... --------------- M.Jaiani 14 სექტ 2013, 20:04 http://www.dailyfootball.net/?p=281 ოზილის რა მიღება )) და, საგოლე პასი. დებიუტი კარგი ქონდა.) --------------- DiGiTaL 14 სექტ 2013, 20:08 რემსიმ მაგრად ითამაშა .sg. --------------- M.Jaiani 14 სექტ 2013, 20:11 თამაშს ვერ ვუყურე. ახლა მივედი სახლში. :( --------------- M.Jaiani 14 სექტ 2013, 20:16 პირველზე ვართ.:დ --------------- DiGiTaL 14 სექტ 2013, 20:17 M.Jaiani, ლივერპულმა და ჩელსმა არ მოიგონ ნეტა :) --------------- M.Jaiani 14 სექტ 2013, 20:23 DiGiTaL, წელს პლ ჩვენია. --------------- DiGiTaL 14 სექტ 2013, 20:24 M.Jaiani, ხო და კიდე ჩემპიონთა ლიგა .lol2. :)) --------------- MESUT OZIL 14 სექტ 2013, 20:37 ozilikos kargi debiuti hqonda :) --------------- Mindia 14 სექტ 2013, 20:49 ოზილმა კარგად Iთამაშაო და რა ქნა ნეტა ეგეთი :D არსენალის სტაბილურობა (ასტონ ვილასთან მატჩს თუ არ ჩავთვლით) მომწონს ძალიან. გაალამაზებს პრემიერ ლიგას. --------------- DiGiTaL 14 სექტ 2013, 20:57 MESUT OZIL, ჩემპიონთა ლიგაზე ბევრს მივაღწევთ :) --------------- Dstori 19 სექტ 2013, 1:12 Vau ra gamexarda arsenalis mogeba, magari gundi dadga metofeebi --------------- Dstori 20 სექტ 2013, 10:48 Metofeebs t. Anris shemdeg tu eyolebodat msgavsi fexburteli vegar vifiqrebdi, magram jiru ashkarad amartlebs --------------- M.Jaiani 22 სექტ 2013, 10:56 დღეს პირველზე უნდა გადავიდთ.) --------------- angel of death 22 სექტ 2013, 11:11 Dges an stoks erxeva da an me. :D --------------- Dstori 28 სექტ 2013, 21:57 Vax arsenali mnishvnelovan matchs igebs --------------- M.Jaiani 28 სექტ 2013, 22:32 liderebi vart. :d --------------- M.Jaiani 28 სექტ 2013, 23:07 Ramsey_m goli gaitana dges. Chelsea_m ver moigo. City_m waago. Mu_m waago. :D --------------- AC MILAN 28 სექტ 2013, 23:25 bravo metopeebo! --------------- Mindia 28 სექტ 2013, 23:31 bravo ARSENal. --------------- Dstori 29 სექტ 2013, 8:04 Kargia minda wels kargad gaqachon --------------- AC MILAN 30 სექტ 2013, 7:29 xval 1 oqtombers 22:45Arsenal - Napoli -:- --------------- AC MILAN 01 ოქტ 2013, 8:43 arsenali-napoli centralur matchad shegvidzlia londonur-neapoluri dapirispireba mivichniot, radgan ertmanets “sikvdilis jgufis” liderebi xvdebian. pirvel turshi, orive gundma mnishvnelovani gamarjveba moipova. “arsenalma” marselshi imarjva, xolo “napolim”, italiashi, gasuli gatamashebis finalisti “dortmundi” uqulod datova. chempionta ligis msgavsad, orive gundi warmatebulia shida asparezzec. es, gansakutrebit, “arsenalze” itqmis. premierligis bolo 5 tamashis momgebi londonelebi gatamashebas lideroben. rac sheexeba “napolis”, “sasuolostan” sensaciur fres tu ar chavtvlit, rafael benitess qulebi dakarguli ar aqvs, magram boloadgilosan gundtan fexis dacdena neapolelebs lidertan orqulian chamorchenad daujdat. “arsenali” tamashs, tradiciulad, travmirebuli fexburtelebis grdzeli siit xvdeba. arsen vengeris gunds sanogo, diabi, podolski, kasorla, chemberleni da uolkoti ver daexmarebian. stumrebs majos gareshe tamashi mouwevt. inglisshi mushaobis dros, rafael benitess “arsenalis” stadionze arasdros mougia. espanel specialists 3 fre da 5 wageba daugrovda; sezonis sashinao marcxit dawyebis shemdeg, “arsenalma”, yvela turnirze, zedized 9 tamashi moigo; mimdinare sezonshi chatarebul 9 tamashshi aaron remzim 8 goli gaitana. wina or sezonshi, 91 matchshi, mas metoqeta kari 5-jer hqonda agebuli; gonsalo iguaini chempionta ligaze tavis 50-e tamashs chaatarebs ;. savaraudo shemadgenlobebi arsenali (4-2-3-1): shezni, sania, mertezakeri, koselni, gibsi, flamini, remzi, gnabri, iozili, uilsheri, jiru. napoli (4-2-3-1): reina, mesto, albioli, britosi, zuniga, inleri, behrami, kaliexoni, hamshiki, insinie, iguaini. msaji: miloran mazichi (serbeti). --------------- M.Jaiani 01 ოქტ 2013, 23:18 Ramsey ra magrad yomarobs. :d --------------- M.Jaiani 01 ოქტ 2013, 23:26 Gadavurbinet :) --------------- AC MILAN 01 ოქტ 2013, 23:28 me2e taimi iqneba saintereso --------------- Mindia 02 ოქტ 2013, 0:52 საღოლ არსენალს, არ მახსოვს ესე როდის თამაშობდნენ. --------------- M.Jaiani 02 ოქტ 2013, 1:01 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=25528&cit]ციტატა: Mindia ixmara arsenam benitesi. :d --------------- Dstori 02 ოქტ 2013, 1:48 Sg meti araferi metqmis --------------- AC MILAN 02 ოქტ 2013, 1:50 arsenali wels karg shedegs dadebs --------------- AC MILAN 02 ოქტ 2013, 1:50 vnaxot neapolshi ras izamen --------------- G 02 ოქტ 2013, 1:52 Es girue didad ar momwons --------------- Dstori 02 ოქტ 2013, 14:41 ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ნაპოლისთან გამარჯვების (2:0) შემდეგ გაკეთებულ კომენტარში თავისი შეგირდებიდან გუნდის ახალწვეულ მესუთ იოზილის გარჯა გამოარჩია. “სასიამოვნო საღამო იყო. ჩემი გუნდს გუნდი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აკეთებდა საქმეს. მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მესუთ იოზილი “არსენალის” ფეხბურთელია. იგი “რეალში” თამაშის დროს ძალიან მომწონდა და საბედნიეროდ, მადრიდიდან ლონდონში გადმოვიყვანე. “ნაპოლისთან” მატჩში იოზილმა თავისი ძალა ყველას დაუმტკიცა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მას დიდი ფეხბურთელისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა მონაცემი აქვს – ტექნიკა, პასი, ბრწყინვალე დარტყმა და გუნდურად მუშაობის ცოდნა. არ მინდა ემოციას ავყვე, მაგრამ ეს ის გუნდია, რომლის კარგი მომავლისაც მჯერა” – განაცხადა ვენგერმა. --------------- Dstori 03 ოქტ 2013, 14:04 ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა გუნდის თავკაც არსენ ვენგერს 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება. ახალი ხელშეკრულების ძალით, ფრანგი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გახდება. სადღეისოდ, “მეთოფეთა” დამრიგებელი 500 ათასი გირვანქა სტერლინგით ნაკლებს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ვენგერის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურება. მისი გადაბირებით ფრანგული “პარი სენ-ჟერმენია” დაინტერესებული. --------------- AC MILAN 10 ოქტ 2013, 8:35 uaxloes momavalshi, shesadzloa, mcvelma “metofeebisgan” axali xelshekruleba miigos. Goal.com iuwyeba imis shesaxeb, rom moqmedi kontraqtis gaxangrdzlivebis taobaze, “arsenalis” xelmdzgvanelobam per mertezakertan molaparakebebi daiwyo. londonur klubtan germanels moqmedi xelshekruleba 2015-wlis zafxulamde akavshirebs, da, tu mxareebi shetanxmebas miagweven, mashin axali garigebis tanaxmad, peri “emireitsze” 2017-wlis zafxulamde darcheba. shegaxsenebt, rom germaniis erovnuli nakrebis fexburteli arsen vengeris gunds 2011-wlis agvistos tveshi, rva milioni funti sterlingis sanacvlod sheuertda. --------------- DiGiTaL 14 ოქტ 2013, 10:30 არსენალი ისევ ლიგის სათავეშია .raketa. ;) --------------- AC MILAN 15 ოქტ 2013, 20:08 warsulshi cnobilma frangma fexburtelma rober piresma, londonis ,,arsenalze’’ isaubra. ,,sandi miroristvis’’ micemul interviushi, yofilma metofem saqebari sityvebi udzgvna mesut iozilis tamashs, germanels msoflio klasis fexburteli uwoda, xolo klubis xemdzgvanelobas, zamtris satransfero fanjris dros magali klasis fexburtelta gadmobireba urchia. ,,am momentistvis, “arsenali” umaglesi donis fexburts achvenebs, gundi saucxoo formashia, moxibluli var mesut iozilis tamashit, tumca chemi azrit, “arsenalis” samwvrtnelo shtabi da mtlianad klubis xelmdzgvaneloba, unda dafiqrdes gundis gadzlierebaze, radgan win rtuli da damgleli sezoni elit. shexedet, im klubebs, romlebic axerxeben titulebis mogebas, isini fexburtelebshi uzarmazar tanxebs ixdian. warmateba transferebshi didi finansuri danaxarjebis shemdeg modis’’, _ ganacxada piresma --------------- DiGiTaL 17 ოქტ 2013, 17:17 ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ახალ კონტრაქტზე მოურიგდა. goal.com-ის ინფორმაციით, მხარეები 2-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ვენგერი “არსენალში” 1996 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ოთხ-ოთხჯერ თასი და სუპერთასი მოიგო და ერთხელ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მოქმედ კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ახალი მოლაპარაკების ოფიციალურად დამტკიცების შემთხვევაში კი ფრანგი სპეციალისტი ლონდონში 2016 წლამდე დარჩება ;) იმედია კიდე დიდხანს დარჩება .raketa. --------------- DiGiTaL 17 ოქტ 2013, 17:19 “არსენალის” ნახევარმცველ მესუთ იოზილის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა. ლონდონელთა გერმანელი ლეგიონერი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში, შვედეთთან მატჩში დაშავდა და მედიკოსების წინასწარი დიაგნოზით სულ ცოტა, ერთი კვირით დასვენება მოუწევდა, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ საგანგაშო არაფერია. BBC-ის ცნობით, იოზილი შაბათს, პრემიერლიგის მე-8 ტურში, “ნორვიჩის” წინააღმდეგ შეხვედრაშიც შეძლებს მინდორზე გასვლას. კიდევ ერთი კარგი ნიუსი ;) --------------- M.Jaiani 17 ოქტ 2013, 17:24 DiGiTaL, am turshi vis vxvdebit? --------------- DiGiTaL 17 ოქტ 2013, 17:26 M.Jaiani, ნორვიჩს ვხვდებით თანაც სახლში სამი ქულა გვაქვს უეჭველი ;) --------------- M.Jaiani 17 ოქტ 2013, 17:29 DiGiTaL, ar iqneba advili tamashi. --------------- DiGiTaL 17 ოქტ 2013, 17:36 M.Jaiani, ხო ვიცი. მაგრამ რემსის იმედზე ვარ :D --------------- DiGiTaL 17 ოქტ 2013, 20:47 არსენ ვენგერი: ჩვენ შესაძლოა დავასრულოთ რვაწლიანი უტიტულო ისტორია მისი თქმით გუნდს აქვს ამბიცია იმის რომ მოიგოს პრემიერ ლიგა მეთოფეები არიან პირველ ადილზე ჩატარებული შვიდი თამაშიდან და არ აქვთ წაგება თუ არ ჩავთვლით გახსნის დღეს ასტონ ვილასთან მოულოდნელ წაგებას. --------------- DiGiTaL 18 ოქტ 2013, 17:40 ხვალ იწყება შემდეგი ტური .raketa. არსენალი ნორვიჩი კარგი თამაში იქნება მე ფორით მოგებას ვფიქრობ ;) --------------- DiGiTaL 18 ოქტ 2013, 21:50 ესპანელი მცველის, ნაჩო მონრეალის აზრით, ლონდონის “არსენალს” აქვს ტიტულების მოპოვების პოტენციალი. “მეთოფეთა” და საკუთარ მიზნებზე ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა. ,,ვერ დავასახელებ კონკრეტულად რომელი თასის მოგება მსურს, ჩვენი მიზანი ორივე შეჯიბრში გამარჯვებაა - როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ინგლისის ჩემპიონატში. წარმატებული სტარტი ამის თქმის უფლებას მაძლევს. ვფიქრობ, მოვიდა დრო “არსენალმა” ტიტულების მოპოვება დაიწყოს’’- განაცხადა მონრეალმა. ფეხბურთელი, “მალაგადან’’ “არსენალში” გადაბარგებასაც შეეხო. ,,მანუელ პელეგრინისგან უდიდესი ნდობა მქონდა, მისი მადლობელი ვარ, თუმცა მოვიდა დრო “მალაგა” დამეტოვებინა, ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოწურული მქონდა და ლონდონელთა შემოთავაზებას დავთანხმდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, “არსენალში” ყოფნით ბედნიერი ვარ, ძალიან მეგობრული გარემოა კლუბში, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად’’- დაასრულა ესპანელმა. --------------- DiGiTaL 19 ოქტ 2013, 16:56 ლონდონის “არსენალის” ფრანგ ნახევარმცველს, აბუ დიაბის მუხლის ტრავმა გაურთულდა. 27 წლის ფეხბურთელმა გაზაფხულზე ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ოპერაციაც გაიკეთა. სარეაბილიტაციო პერიოდში კი მდგომარეობა პირიქით გაუარესდა. დიაბიმ კვლავ ექიმს მიმართა და ახალი გამოკვლევაც ჩაუტარდა. Sky Sports-ის ცნობით, მედიკოსთა პროგნოზი უკვე ცნობილია – აბუ დიაბი მინდორს საუკეთესო შემთხვევაში 2014 წლის მარტში დაუბრუნდება. არ უთამაშია და ტრავმა აიკიდა .hm. კაცს ერთი სრული სეზონი არ ჩაუტარებია :D --------------- DiGiTaL 19 ოქტ 2013, 18:34 იგებს არსენალი ;) --------------- Paata 22 ოქტ 2013, 17:32 http://www.youtube.com/watch?v=ZobeeFDl88g :D --------------- DiGiTaL 22 ოქტ 2013, 19:24 დღეს რა მაგარი თამაშია ;) არსენალი ფორით მოიგებს :) ---------------