იაპონია Mon Ami 12 სექტ 2013, 23:26 იაპონიის დროშა: ჰინომარუ http://ec.europa.eu/education/images/flags/japan.gif სახელწოდება: 日本 ნიჰონ ან ნიპონ ; ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო - 日本国. დედაქალაქი: ტოკიო ( ასევე უდიდესი ქალაქი) ჰიმნის სახელწოდება: კიმი გა იო ოფიციალური ენა(ები): იაპონური (დე-ფაქტო) მთავრობა: საპარლამენტო დემოკრატია, კონსტიტუციური მონარქია იმპერატორი: აკიჰიტო პრემიერ მინისტრი: შინზო აბე იაპონიის გერბი: http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/37/Imperial_Seal_of_Japan.svg/240px-Imperial_Seal_of_Japan.svg.png ფართობი: - სულ 377,873 კმ2 (62-ე) - წყალი (%) - 0.8 ვალუტა: იენი (¥)(JPY) დროის სარტყელი: (UTC +9სთ.) ქვეყნის კოდი: JPN დომენი: .jp სატელეფონო კოდი: 81 http://www.operationworld.org/files/ow/maps/lgmap/japa-MMAP-md.png იაპონია არის კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო". იაპონია 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97%–ს შეადგენენ. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით; მაგალითისთვის, იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი ვულკანია. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით. იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ რვიანში და გაეროს უშიშროები საბჭოს არამუდმივი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრებისი მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია. ქვეყნის ქართული სახელწოდება „იაპონია“ არის ეკზონიმი, რომელიც ქართულში რუსული ენის გავლენითაა დამკვიდრებული. იაპონელები საკუთარ ქვეყანას „ნიპონ“–ს ან „ნიჰონ“–ს უწოდებენ. ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით — 日本. პირველი ვარიანტი ქვეყნის სახელწოდების ოფიციალური ფორმაა, სახელწოდება „ნიჰონ“ უფრო სახალხო ტერმინია. თვითონ იაპონელები საკუთარ თავს ნიჰონძინ–ს (იაპონ. 日本人) უწოდებენ, ხოლო ენას — ნიჰონგო–ს (იაპონ. 日本語). სახელმწიფოს ოფიციალური სახელია „ნიჰონ კოკუ“ ან „ნიპონ კოკუ“ (იაპონ. 日本国). „ნიჰონ“ პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მზის სამშობლოს“, ასევე ხშირად თარგმნიან, როგორც „ამომავალი მზის ქვეყანას“. --------------- Dstori 12 სექტ 2013, 23:44 + Temas... qveyana xelovneba da tradicia --------------- Mana Sama 14 სექტ 2013, 12:05 რაც თავი მახსოვს შეყვარებული ვარ იაპონიაზე და რაც დრო გადის უფრო მიყვარდება --------------- bZzziki 14 სექტ 2013, 12:18 კიმი გა იო - რას ნიშნავს?! --------------- bZzziki 14 სექტ 2013, 12:19 იაპონია ჩემში იმდენ ასოციაციას იწვევს,რა ჩამოთვლის )) --------------- Mon Ami 17 სექტ 2013, 0:45 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=13146&cit]ციტატა: bZzziki დაე გაგრძელდეს მეფობა შენი --------------- Lasha 17 სექტ 2013, 0:48 es is araa cyalma ro caigho? :D --------------- Mon Ami 17 სექტ 2013, 1:10 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15223&cit]ციტატა: Lasha .lilith. wagighebs shen shavi zghva --------------- Lasha 17 სექტ 2013, 2:18 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15238&cit]ციტატა: Mon Ami ჭკვიანად თორე მოვიდა ატომი :D --------------- G 19 სექტ 2013, 17:55 https://fbcdn-photos-d-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/s720x720/563077_305998146209731_261785271_n.jpg ra lamazia --------------- Mon Ami 19 სექტ 2013, 18:13 ტბა აკიმოტო, ფუკუშიმას პრეფექტურა , იაპონია https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn2/1173798_265946856886525_2015824986_n.jpg --------------- Mon Ami 19 სექტ 2013, 18:15 :) https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn2/1146705_255766974571180_1840253821_n.jpg --------------- Dstori 19 სექტ 2013, 19:00 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=17209&cit]ციტატა: Mon Ami zalian lamazia --------------- Dstori 19 სექტ 2013, 19:02 Ai chemi ocnebis qalaqic http://lookjapan.org/photos/nagoya-port.jpg Nagoya --------------- Mon Ami 21 სექტ 2013, 3:06 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=17202&cit]ციტატა: G თემატიკა კი არის იაპონური ანუ ფოტოზე აღბეჭდილია ალუბლის ყვავილობა, ჰანამი , მაგრამ სურათი გადაღებულია ტაივანში, უფრო ზუსტად კი Sun Moon-ის ტბაზე ;) --------------- bako 08 ოქტ 2013, 12:17 მე კატანა მომწონს ძალიან :) --------------- aqauri 03 თებ 2020, 10:47 Mon Ami, ფართობი: - სულ 377,873 კმ2 (62-ე) - წყალი (%) - 0.8 აქ 377-სა და 873-ს შორის მძიმე ზედმეტი ხომ არაა? ---------------