უწიგნურის 7 მცნება Mon Ami 09 სექტ 2013, 13:55 ავტორი: ლაშა ბუღაძე არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ასეთ აბრას წავაწყდი ერთ-ერთი ევროპული საკონსულოს მახლობლად: „შეგივსებთ ანკეტას 5 ლარად“. საბჭოეთმა ბევრი ფობია დამიტოვა, მათ შორის - საკონსულოების, საბაჟოების, ბორტგამცილებელი ქალების და, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, უცხოელების და უცხო გარემოში დაბნევა-დეზორიენტაციის შიში... შესაბამისად, რაც საკონსულოში ხდება ან საკონსულოების მახლობლად, ყველაფერი ძრწოლას მგვრის, თავს მაკარგვინებს და მაბნევს. ასეთ დროს საკუთარი ძალების აღარ მჯერა და მგონია, რომ იქ და იმ დროს ყველა ჭკვიანია და სანდო ჩემს გარდა. ამიტომ, ცხადია, დავფეთდი: რა ანკეტას ავსებენ 5 ლარად? ანკეტაზე არავის არაფერი უთქვამს. მითუმეტეს, ხუთლარიანზე. ნუთუ რაღაც გამომრჩა? ნუთუ მომატყუეს? ხოდა, ცრემლმორეულმა, შეშინებულმა შევყავი აბრის ქვეშ გამოჭრილ სარკმელში თავი და აკანკალებული ხმით ვიკითხე: რომელ ანკეტაზეა ლაპარაკი? (კინაღამ „ამხანაგოც“ დავაყოლე). - ზოგმა წერა-კითხვა არ იცის, ბატონო დათო, - „მიცნო“ სარკმელში მჯდომმა კეთილგანწყობილმა არსებამ, - ჩვენ ვუწერთ ყველაფერს. რა სისულელეა! ვერაფრით შევეგუებოდი ასეთ აბსურდულ და ბანალურ პასუხს, - მაინც არ მოვეშვი (როგორც ჩემი, ასევე ახალგაზრდა მწერლის კრებითი სახის, ვინმე დათოს სახელითაც) და მცირე კამათის შემდეგ, ეს სიტყვები წამოვაცდენინე ამბრის ქვეშ მცხოვრებს: - სახელ-გვარსაც ჩვენ ვუწერთ, ბატონო დათო, თვითონ ვერ წერენ! ეს იყო შოკი. და ტრაგედია. ამჯერადაც პირდაპირ ვამბობ. ჩემი, როგორც პიროვნების და ჩემი, როგორც ახალგაზრდა მწერალი დათოსი. უფრო კი, ალბათ, მაინც ამ მეორესი. ჩემი ერი საკუთარ სახელსა და გვარს ვერ წერს, თუკი სხვა არ დაეხმარა! თანაც - 5 ლარად. ჩვენ კი (მწერალი დათოები) ნაწყენები ვჩხუბობთ - რატომ არ არის საქართველოში დიდი ტირაჟები! წერა-კითხვა არ გვცოდნია, ხალხო! „აი-ია“! არ მინდა განათლების სისტემაზე წერა. ერთ გვერდში უნდა ჩავეტიო, თორემ რედაქტორი დამწყევლის. ყოველ შემთხვევაში, ეს მიზეზია თუ სხვა, ფაქტია - ასე ცოტა წიგნი რომ იყიდება საქართველოში (უპირველეს ყოვლისა, მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობ), ეს მხოლოდ უფულობის ბრალი არ უნდა იყოს! აი, ჩემეული „უწიგნურის 7 მცნება“: 1. წერა-კითხვის უცოდინრობა, 2. წიგნის და წიგნიერი ხალხის შეფარული ან გაცხადებული ზიზღი, 3. სიზარმაცე, 4. დრომოჭმული სნობიზმი („ვაიმე, ვერ ვიტან ქართულად კითხვას!“ - არ დავმალავ, მძულს ამის მთქმელები), 5. ვითომ დასაქმებულობა („10 წელია წიგნი არ წამიკითხავს, სად მცალია!“ - ასეთებიც მძულს), 6. წინასწარი განწყობები („რაც წასაკითხი იყო, წავიკითხე, არ მაინტერესებს ეხლა რას წერენ!“) და სულ ბოლო: 7. ეკონომიკური მიზეზი („დათო №-ის წიგნი 10 ლარი ღირს? უი, რა ძვირია.“ ამ დროს, ამის მთქმელი ერთი წუთითაც არ დაფიქრდება და 10 ლარს კი არა, 20, 30 და 100 ლარს გადაიხდის რომელიმე იდიოტური კონცერტის ან ფილმის ბილეთში! ახალწლეულს რესტორნებში ჯავშანდადებულ მაგიდებზე არაფერს ვამბობ. ხოლო თუკი წიგნის ყიდვაზე მიდგება საქმე, მაშინვე ვიშვიშს დაიწყებს: „უი, რა ძვირია“ ან „ფუ, დათოს წიგნში ფულს როგორ გადავიხდი!“). ------------- თქვენი აზრით რა არის წიგნიერების დაბალი დონის მიზეზი? --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 14:42 ჩვენ კი (მწერალი დათოები) ნაწყენები ვჩხუბობთ - რატომ არ არის საქართველოში დიდი ტირაჟები! წერა-კითხვა არ გვცოდნია, ხალხო! „აი-ია“! magaria. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 14:46 Temas rac sheexeba,martali gitxrat,eget magalits AR gadavyrivar,piradad,torem youtubeze-ramdenic ginda,imden sishteris gamovlinebas naxav. chkvianze chkviani da inteleqtualurze lnteleqtualuri AR daileva,magram es.... --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 14:47 Mtavari mizezi-sizarmace,Tu gaqvs shesadzlebloba da AR swavlob. Utavmoyvareoba. --------------- LILITH 09 სექტ 2013, 14:51 saertod,wigni bavshvobidanve unda sheayvaro adamians. Dgevandel magalitze vityvi,saqartveloshi iseti mdzime ekonomikuri vitarebaa,wlebia ukve,rom ojaxshi,umetesad orive mshobeli mushaobs da shvilebistvis ar scaliat. bavshvs aravin awvdis sulier sazrdos,tavis nebazea mishvebuli. Skola bevrs verafers adzlevs,magram wera-kitxvas mainc aswavlis mgoni. Adamians chirdeba vigac,vinc mas agzrdis da ara gazrdis. amas emateba komputeris borotad gamoyeneba. Saatobit gaukontrolebeli tamashi, qucha, samorineebi da a.sh faqtiurad uwignuri rcheba kvela,visac tvitganvitarebisken swrafva bunebrivad ar dayva. .ravi. --------------- Aristokratka 09 სექტ 2013, 15:36 Racarund ekon6. Zlieri iyos ojaxi, an ganatlebis umagles sferos ganekutvnebodnen ojaxis cevrebi,tundac srulyofili saojaxo bibliotekis mflobelebi iyvnen ,aseti ojaxebis bevri axali taoba ucignurta rigsi sheizleba moxvdes! Zalit mizleul ki .... Aucilebelia interesi, bunebit tandayolili interesi pirvel rigshi da shemdek is rasac agzrda izleva. Es chemi azria. --------------- Mindia 09 სექტ 2013, 15:40 მივესალმები ადამიანებს ვისაც კითხვა უყვარს და ბევრს კითხულობს, მაგრამ ვერ ვიტან ადამიანებს რომელთაც 3-4 წიგნი აქვთ და თავი გენიოსი ჰგონიათ. --------------- LoOoL 09 სექტ 2013, 15:40 ვა წიგნური ვყოფილვარ :D:D --------------- B I B I 14 ოქტ 2013, 0:12 xalxno uinteresoba da unebisyofoba am yvelafertan ertad. Vici adamianebi visac ar ainteresebs da saimiso nebisyofa ar aqvt. Magram ra moxda mere, ar unda da morcha, yvela taviseburad cxovrobs. --------------- Nikusha 14 ოქტ 2013, 0:43 ჩემი ორი ნაცნობი : - "სარკის" მაგივრად "გზა" იყიდე საინტერესოა და + წიგნიც მოყვება ბავშვებს გამოადგებათ ბიბლიოთეკისთვის. - წიგნი კი არა ამაზეც მენანება ფულს რომ ვხარჯავ. - აბა რაღატომ ყიდულობ? - რავი ყველა ყიდულობს და.... ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ეს დიალოგი. ჩემს სადარბაზოში მცხოვრები (ჩემს გარდა) 8 ოჯახიდან კალამი და ფურცელი მხოლოდ ერთს ქონდა ისიც მხოლოდ იმიტომ რომ მოსწავლეები ყავთ სახლში თორემ საზაფხულო არდადაგების დროს მათაც არა აქვთ. ჩემი კორპუსის 50 ოჯახიდან კი მაქსიმუმ ხუთს ქონდეს რაიმე ,,კლასგარეშე" წიგნი. სამაგიეროდ ბოლო თაობის მობილურები, 24/7 ფბ online და ,,ჩემი ბავშვი ინტერნეტში უფო მეტს კითხულობს ვიდრე წიგნებში". დღევანდელი ქართული რეალობა ესეთია :) მე მყავს ერთი ნაცნობი ( :D ) რომელიც სეპარული ირონიით მესაუბრებოდა თუ რატომ ვკარგავდი დროს იმაში რომ წიგნს ვკითხულობდი. თვითონ კი პირველ სამ გვერდს მესამე წელი იყო რაც კითხულობდა. P.S. შემოდის ხოლმე აქ და იმედი მაქვს ნახავს. ;) ---------------