ღიმილის ძალა ***MaLeNa*** 04 სექტ 2013, 14:08 http://s020.radikal.ru/i713/1309/ee/74c2803ca200.jpgღიმილი ბედნიერების უნივერსალური ნიშანია. ღიმილს ორ კატეგორიად ყოფენ: ნამდვილი და ყალბი ღიმილი. ნამდვილ ღიმილს – ვჩუქნით იმ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც გვსიამოვნებს, ვინც ჩვენთვის ძვირფასია, გვიყვარს ან მადლიერებას გამოვხატავთ. ყალბი ღიმილით ვიღიმით მოვალეობის მოხდის ან გამორჩენის მიზნით, ხანდახან უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევაშიც დაგეხმარებათ. შეუძლებელია შეაფასო ღიმილის უდიდესი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ უდავოა, რომ ,,ნამდვილ” ღიმილს უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე ,,ყალბს”. http://i069.radikal.ru/1309/ee/321033a08061.jpgგულწრფელი ღიმილის უპირატესობანი თუ ხშრად და გულწრფელად იღიმი ეს ნიშნავს, რომ * იზიდავ ადამიანებს მომღიმარი ადამიანი დადებით აურას ატარებს და ხალხს სიამოვნებს მასთან ურთიერთობა. ფაქტია, რომ ყველას გვიყვარს მომღიმარი და მხიარული ადამიანები. * ხარ ოპტიმისტი პოზიტიურად უყურებ შენს თავს და ყველაფერს რაც შენს გარშემო ხდება. * ბედნიერი ხარ და სიამოვნებას იღებ ცხოვრებისგან გულწრფელი ღიმილი ბედნიერების გამოხატულებაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებ. * ჯანმრთელი ხარ ამბობენ, რომ მხიარული ადამიანები გვიან ბერდებიან. მარლაც, ფსიქოლოგების აზრით, ღიმილი დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. მომღიმარ ადამიანს შეუძლია დასძლიოს სხვადასხვა ავადმყოფობები და იშვიათად ვარდება დეპრესიაში. * იშვიათად ვარდები კონფლიქტურ სიტუაციაში ღიმილი ყველაზე გონივრული პასუხია! მომღიმარ ადამიანებს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდების ნიჭი აქვთ. * სხვა ადამიანებსაც უზიარებთ ბედნიერებას და აბედნიერებთ მათ თქვენი დადებითი გუნება-განწყობა სხვებზეც გადადის და დადებითად მოქმედებს. ---------------