კოჯრის სახლის მოჩვენებები LoOoL 03 სექტ 2013, 11:49 http://www.ambebi.ge/pictures/image2/b1c64335fba9f36f4117be7321811427.jpg კოჯორში მდებარე ერთ-ერთ სახლში მომხდარ უცნაურობებზე იქაურები ბევრს საუბრობენ. ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს ამ სახლში მოჩვენებები. სახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, აქ ხშირად მიდიან ცნობისმოყვარე ადამიანები მთელი საქართველოდან. სახლს უცნაური ფორმა აქვს, კედლები ჩამონგრეულია, არ აქვს კარი, ფანჯრები, კედლებზე კი სხვადასხვა ჩანაწერებია დატოვებული:”დროზე გადი აქედან, თორემ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება!” “აქ ცხოვრობს მოჩვენება!” “სიკვდილს მალე ჩახედავ თვალებში” და ა.შ. კოჯრის მოსახლეობა ამ ადგილას ბავშვების გაშვებასაც ერიდება… ოთო ბექაური (ადგილობრივი მკვიდრი): - 24 წლის ვარ და ეს სახლი სულ ასეთ მდგომარეობაშია, მამაჩემსაც არ ახსოვს, აქ ვინმეს ეცხოვროს. არსებობს ლეგენდა, რომ ამ სახლში დაახლოებით ათმა ოჯახმა სცადა ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ერთიანად ამოწყდა, მათი მომხსენიებელიც კი არ დარჩა. ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ ამ სახლში მოჩვენებებს, მეც არაერთხელ მსმენია ხმები – ხან კაკუნის, ხან ნაბიჯების. სახლსაც უცნაური ფორმა აქვს, ღამით რომ ამოხვიდეთ, მაშინ ნახავთ ამ სახლის “ხიბლს”. ერთხელ ღამით შევედი და, თითქოს ვიღაც მეუბნებოდა, დროზე წადი აქედანო. - მოჩვენებები თვითონ არ გინახავს? - მინახავს, მაგრამ ამ სახლში არა. ჩემს მეგობრებს უნახავთ აქ მოჩვენება. ერთმა ჭერში დაკიდებული გოგონა ნახა, ამბობენ, რომ თეთრ სამოსში ჩაცმულ ქალსაც ხშირად ხედავენ, რომელსაც შეშლილი სახე აქვს. კოჯორში ყველამ იცის ამ სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ, ზოგს თავისი თვალით უნახავს მოჩვენებები. მოხუცები ამბობენ, ვინც აქ იცხოვრა, ვერავინ გაიხარაო. ყველა ერიდება ბავშვების აქ გამოშვებას. ამ სახლის სანახავად ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქიდან, ზოგი ვერაფერს ხედავს, ზოგიერთი კი შეშინებული გარბის. ერთ-ერთ მილიარდერს უნდოდა ამ სახლის შეძენა, მაგრამ გადაიფიქრა. შეიძლება სახლის დემონტაჟის მოთხოვნა, მაგრამ არავის უნდა ამ ცოდვაში ფეხის ჩადგმა, ეშინიათ. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 11:50 http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/6403a26d5f23814862ef5a1104278efb.jpg პავლე ცხოვრებაშვილი: - 1921 წელს, როცა ქოროღლის ქედიდან საქართველოში მეთერთმეტე არმია შემოვიდა, შეჯახებისას უამრავი მებრძოლი დაიღუპა, ისინი სწორედ ამ მიდამოებში დაკრძალეს. აქ დაიღუპა 19 წლის მარო მაყაშვილიც. წინაპრებისგან ვიცი, რომ ადრე აქ ეკლესიაც იყო. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიას მყიდველი გამოუჩნდა და დაიწყეს მიწის გადათხრა, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს სამარხები და ძვლები. რაც მე აქ ვსახლობ, ამ სახლში არავის უცხოვრია, ამ ტერიტორიაზე, ძირითადად, სულ მიტოვებული სახლებია. ერთი ოჯახის პატრონმა სახლი რომ ააშენა, ორ დღეში მოკვდა. იყო ერთი კაცი, ჩოჩიას ვეძახდით, მძღოლად მუშაობდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არ ვიცი, უბრალო დამთხვევაა თუ საფლავზე აშენებული სახლების ბრალია, ფაქტია, რომ ამ ტერიტორიაზე ვინც დააპირა ცხოვრება, ყველა მალე გარდაიცვალა. გადმოცემის მიხედვით, 1921 წელს დახოცილ იუნკრებთან ერთად ცოცხლად დამარხეს დაჭრილი ახალგაზრდებიც. ამ ამბავს პოეტმა ტერენტი გრანელმა ლექსიც კი მიუძღვნა: ახლა ეს ფიქრი სხვა სამარეა, მოვიდა ქარი, ხე შეარხია, და საქართველოს ეს ის მხარეა, სადაც ცოცხალი ხალხი მარხია. მოსახლეობის თქმით, სწორედ გარდაცვლილთა სულების ხმა ისმის ხშირად ამ ტერიტორიაზე. წყარო: ucnauri.com --------------- ioana 05 ოქტ 2013, 20:16 sainteresoa es idumali saxli vis ekutnoda da konkretulad ra sheemtxvat.kargi iqneboda mocgvaristvis miemartad.akurtxebda da paraklis gadauxdida meamboxe sulebs.iqneba damshvidebuliyvnen. --------------- Aristokratka 05 ოქტ 2013, 20:26 .dum. --------------- Lasha 05 ოქტ 2013, 20:44 არ მჯერა --------------- heretique 05 ოქტ 2013, 20:50 warwerebi kargi iyo :D --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 21:06 nu es warwerebi sisulelea, gadaobis miznit mijgapnili, shesadzloa ragac zebunebrivs martlac aqvs adgili,magram,vpiqrob,ara am formit da am intensivobit.) --------------- OMARI 05 ოქტ 2013, 21:29 LILITH, sruliad getanxmebi. Tan esetebisac ar mjera --------------- mcveli 28 ოქტ 2013, 14:17 LoOoL, aseti realuri istoria saqartveloshi pirvelad gavige da rac cavikitxe mag yvelaferma cota ariyos shemdzra da dzalianac damainteresa,tkveni arvici magram me vapireb mag saxlis monaxulebas imito ro martla mjera mag istoriis --------------- bZzziki 28 ოქტ 2013, 14:21 )) vnaxavdi,siamovnebit )) --------------- LoOoL 28 ოქტ 2013, 14:35 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=37887&cit]ციტატა: mcveli mec minda naxva :) --------------- mcveli 28 ოქტ 2013, 14:54 LoOoL, gindat?bijebo erti dxe davtqvat da cavidet magrad mainteresebs mag saxlis naxva --------------- LesTaT 28 ოქტ 2013, 15:04 naklebad mjera. da es warwerebi xo saertod --------------- mcveli 28 ოქტ 2013, 16:32 LesTaT, carcerebis arc me ar mjera dagram sulebis da mistikis naxdad mjera mitumetes mec maq nanaxi mochveneba ertxel. --------------- Skidrow 28 ოქტ 2013, 18:14 ნეტავი თქვენ არ ბოდავდეთ :) დაჟე წერაც იცის მოჩვენებამ ? ) --------------- VampirE 28 ოქტ 2013, 18:15 პროფილი გაიჩითა აქაც? რატო გჯერათ ეგეთების? :/ პორქუეე? :( --------------- vchex@v 28 ოქტ 2013, 18:47 siamovnebit vicxovrebdi magari baitichans xaxa ---------------