Web Development on Ubuntu Shoti 18 ოქტ 2013, 20:36 გამარჯობა, ამ თემაში მინდა გესაუბროთ იმ აუცილებელ პროგრამებზე რაც დაგჭირდებათ Web Development - ში Ubuntu - ზე. იდეაში პოსტი სამართლიანი იქნება სხვა ლინუქსის დისტრიბუტივებისთვისაც. გიზიარებთ ჩემს მწირ გამოცდილებას და იმედი მაქვს თქვენც დაამატებთ საინტერესო ინფორმაციას/პროგრამებს. თემას დავყოფ თავებად: 1. ბრაუზერები. 2. ედიტორი/IDE. 3. გრაფიკა. 4. FTP პროგრამა. 5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin) მაშ დავიწყოთ :) 1. ბრაუზერები ბრაუზერების პრობლემა ნამდვილად არ შეგექმენათ უბუნტუზე, შეგიძლიათ დააყენოთ Firefox - ი, Chrome - ი, Opera... როგორც იცით Firefox - ი ჩაშენებულია უბუნტუში Chrome - ის დასაყენებლად შევდივართ sudo sh -c 'echo "deb http://deb.opera.com/opera/ stable non-free" >> /etc/apt/sources.list.d/opera.list' sudo sh -c 'wget -O - http://deb.opera.com/archive.key | apt-key add -' sudo apt-get update sudo apt-get install opera ახლა რაც შეეხება ჩვენს საყვარელ IE - ს, ყველას კარგად მოგეხსებათ, რომ IE იყო და არის Front-End დეველოპერების დიდი თავის ტკივილი, შესაბამისად ლინუქსზე გვჭირდება ეს "ბრაუზერი" რომ დავტესტოთ ჩვენი დაწერილი კოდი... IE - ს დაყენებას ჩვენ შევძლებთ პროგრამით PlayOnLinux. ამისთვის ვიწერთ და ვაყენებთ პროგრამას 2. ედიტორი/IDE. დავიწყებ ჩემი უსაყვარლესი ედიტორით Sublime Text - ით. ესაა Cross Platform ედიტორი რომელიც იდეალურია HTML,CSS,PHP,JS და სხვა კოდებთან სამუშაოთ. სტაბლირ მეორე ვერსიას ვიწერთ 3. გრაფიკა მარქაფისთვის PSD ფაილების დასაჭრელად Photoshop - ის ალტერნატივა ლინუქსე არის მშვენიერი უფასო პროგრამა GIMP - ი. მას ვაინსტალირებთ ტერმინალიდან ბრძანებით: apt-get install gimp 4. FTP პროგრამა FTP სთან სამუშაოთ გთავაზობთ პროგრამას filezilla, ვაინსტალირებთ ტერმინალიდან: sudo add-apt-repository ppa:adabbas/1stppa sudo apt-get update sudo apt-get install filezilla 5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin) ახლა კი გადავიდეთ ვებ სერვერზე :) ტერმინალში პოვიპოვოთ რუთის უფლებები sudo su და დავიწყოთ. 5.1 ვაინსტალირებთ MySQL-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install mysql-server mysql-client მოგთხოვთ პაროლს, შეიყვანეთ სასურველი პაროლი აირჩიეთ ოკ, შემდეგ დაატასტურეთ პაროლი და MySQL - ი დაყენებულია. 5.2 ვაინსტალირებთ Apache-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install apache2 და დაინსტალირების შემდეგ შესამოწმებლად შევდივართ http://192.168.0.100 ან http://localhost/ თუ დაგვიწერა It works! ბლა,ბლა,ბლა ე.ი ყველაფერი რიგზეა. ხოლო apache იმყოფება /var/www დირექტორიში. კონფიგურაციის ფაილი კი არის აქ /etc/apache2/apache2.conf 5.3 ვაინსტალირებთ PHP5-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install php5 libapache2-mod-php5 და გადავტვირთავთ apache - ს: /etc/init.d/apache2 restart ახლა კი შევამოწმობთ მუშაობს თუ არა ჩვენი პიეჩპი, ამისთვის /var/www/ დირექტორიში ვქმნით რაიმე php ფაილს მაგალითად info.php და ვწერთ: შემდეგ კი ვაკითხავთ ამ ფაილს http://localhost/info.php თუ გამოიტანა php - ის შესახებ ინფო ე.ი ყველაფერი რიგზეა. 5.4 PHP - ის ვაძლევთ MySQL - ის საფორთს ტერმინალში ვწერთ: apt-cache search php5 შემდეგ: apt-get install php5-mysql php5-curl php5-gd php5-intl php-pear php5-imagick php5-imap php5-mcrypt php5-memcache php5-ming php5-ps php5-pspell php5-recode php5-snmp php5-sqlite php5-tidy php5-xmlrpc php5-xsl გადავტვირთავთ apache - ს: /etc/init.d/apache2 restart მივდივართ მისამართზე http://localhost/info.php და თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ უნდა გამოჩენილიყო ახალი ბლოკები მათ შორის MySQL - ის ბლოკიც. 5.5 ვაინსტალირებთ phpMyAdmin - ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install phpmyadmin კითხვაზე Web server to reconfigure automatically: ვირჩევთ apache2 ხოლოდ კითხვაზე Configure database for phpmyadmin with dbconfig-common? ვირჩევთ No, ამის შემდეგ კი მივდივართ მისამართზე http://localhost/phpmyadmin/ ესეც ასე იდეაში ყველაფერია რაც ვებ დეველოპერს დასჭირდენა, თქვენგანაც ველი გამოცდილების გაზიარებას. რაც შეეხება საავტორო უფლებებს, პირველ ოთხ თავში დაწერილი ინფორმაცია მეკუთვნის მე, რომელიც დავწერე პირადი გამოცდილების ხარჯზე, ყველა პროგრამა ჩაწერილი და დატესტილი მაქვს ჩემს სისტემაზე, რაც შეეხება ბოლო თავს და მის ქვეთავებს ინფორმაცია ავიღე საჭირო ბმულები: Mozilla Firefox: http://www.mozilla.org/en-US/firefox/new/ Google Chrome: https://www.google.com/intl/en/chrome/browser/ Opera: http://www.opera.com/ PlayOnLinux: http://www.playonlinux.com/en/ Sublime Text: http://www.sublimetext.com/ Aptana: http://www.aptana.com/ KompoZer: http://www.kompozer.net/ GIMP: http://www.gimp.org/ FileZilla: https://filezilla-project.org/download.php Apache: http://httpd.apache.org/ PHP: http://www.php.net/ MySQL: http://www.mysql.com/ Ubuntu: http://www.ubuntu.com/ phpMyAdmin: http://www.phpmyadmin.net/ --------------- Shoti 19 ოქტ 2013, 19:09 და კიდევ ვისაც image map - ების გაკეთება გჭირდებათ და ზარმაცები ხართ, არის ამისთვის მშვენიერუ პროგრამა ლინუქსზე http://www.nongnu.org/kimagemap/ ---------------