Rammstein LILITH 15 ოქტ 2013, 18:31 რამშტაინი (Rammstein) — გერმანული ინდუსტრიულ მეტალ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მათი მუსიკალური სტილი, რომელსაც ჯგუფის წევრები Tanz-Metal-ს ანუ "საცეკვაო მეტალს" უწოდებენ (სინამდვილეში - ახალი გერმანული სიმძიმე), აერთიანებს მეტალის, ინდასტრიალის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონია სლოვენურმა მუსიკალურმა კოლექტივმა — ლაიბახმა. ჯგუფის სახელი Rammstein უკავშირდება დასავლეთ გერმანული ქალაქის რამშტაინ-მიზენბახის (Ramstein-Miesenbach) სახელს, სადაც 1988 წელს ავიაკატასტროფა მოხდა. ჯგუფის ერთ–ერთი სიმღერა “Rammstein”-იც სწორედ ამ კატასტროფის წლისთავისადმია მიძღვნილი. ზედმეტი m სახელში კი მას გვაშიფრინებს სხვანაირადაც : ქვის ტარანი (Ramm-ტარანი Stein-ქვა) რაც გამოხატავს ჯგუფის მუსიკას როგორც მძვინვარესა და მრისხანეს. ასევე ზმნა “rammen” გერმანულად ნიშნავს დარტყმას. ასტეროიდ 110393-ს ჯგუფის პატივსაცემად Rammstein დაარქვეს. ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო გერმანიაში არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ალბომით Reise, Reise (2004) კი ჯგუფის წევრები ყველაზე წარმატებული გერმანელი მომღერლები გახდნენ. მთლიანობაში ჯგუფს გამოშვებული აქვს 6 სტუდიური ალბომი. ჯგუფის ყველა წევრი გერმანელია: ტილ ლინდემანი – ვოკალი რიხარდ კრუსპე – მთავარი გიტარა პაულ ლანდერსი – რიტმული გიტარა ოლივერ რიდელი – ბას-გიტარა კრისტოფ შნაიდერი – დრამები კრისტიან ლორენცი– კლავიში რამშტაინის სიმღერების უმრავლესობა გერმანულ ენაზეა, თუმცა არსებობს ზოგიერთი სიმღერის ინგლისური ვარიანტიც. ასეთებია „Engel“ , „Du Hast“ და “Amerika”. სიმღერა „Te quiero puta“ სრულდება ესპანურ ენაზე. ზოგიერთი სიმღერა („Amerika“ , „Stirb nicht vor mir//Don’t die before I do“, „Moskau“, „Pussy“, „Frühling in Paris“ და ა.შ.) შეიცავს არა მხოლოდ გერმანულ სიტყვებს. ჯგუფის სიმღერები საუნდტრეკების სახით გამოყენებულია ფილმებში: 1997 - Lost Highway “Rammstein”, “Heirate mich” 1997 - Mortal Kombat: Annihilation “Engel” 1999 - Wing Commander “Eifersucht” 1999 - Family Values Tour 1998 “Du hast”, “Bück dich” 2000 - CKY, Vol. 2 “Du hast” 2001 - How High “Du hast” 2002 - Resident Evil “Halleluja” 2002 - xXx “Feuer frei!” 2002 - Lilya 4-ever “Mein Herz brennt (film-remix)”, “Mein Herz brennt” 2002 - FeardotCom “Sonne” 2004 - Resident Evil: Apocalypse “Mein Teil” 2006 - See No Evil “Mein Teil” ალბომები Herzeleid (1995) Sehnsucht (1997) Mutter (2001) Reise, Reise (2004) Rosenrot (2005) Liebe ist für alle da (2009) ვიკიპედია ტილ ლინდემანი http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/56/Till-Lindemann.jpg ალბათ უმრავლესობა უსმენდა ამ ჯგუფს. ძველი ალბომები მიყვარს მე) http://youtu.be/sZ6n4jQ7e1o http://youtu.be/0PSUYhAmFPA http://youtu.be/IB8gVc4xij0 http://youtu.be/yvePEzdMI-M http://youtu.be/RMn1OkV9c8Q --------------- x.z. 16 ოქტ 2013, 11:28 Rava ara.amis klipebis sanaxavad internet kafeshi mivdiodi xolme .mindia. --------------- ***MaLeNa*** 16 ოქტ 2013, 11:29 მომწონს ერთი ორი სიმღერა :) --------------- Mindia 18 ოქტ 2013, 16:53 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=32295&cit]ციტატა: x.z. ჩემნაირო. :) ---------------